რა უნდა მოვიმოქმედოთ ფუტკრის, ბზიკის ან კრაზანას კბენის შემთხვევაში ? ncdc-ის რეკომენდაციები

0
1668

დაავადებათა კონტროლის ცენტრი ფუტკრის, ბზიკის ან კრაზანას ნაკბენთან დაკავშირებით რეკომენდაციას ავრცელებს:
ფუტკრის, ბზიკის ან კრაზანას ნაკბენისაკმაოდ მტკივნეულია და ხშირად საშიში ალერგიული რეაქციის მიზეზიც შეიძლება გახდეს. განსაკუთრებით საფრთხილოა ნაკბენი ბავშვებისთვის.

ხშირად, ფუტკრის, ბზიკის ან კრაზანას ნაკბენი არ საჭიროებს სამედიცინო ჩარევას. თუმცა დადასტურებული ალერგიის შემთხვევაში დაკბენილმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები და მიმართოს ექიმს.

ექიმთან მიმართვამდე, დაკბენილმა პირმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი რეკომენდაციები:

-იმყოფებოდეს დაკვირვების ქვეშ, რათა დარწმუნდეს რომ არ აღენიშნება ალერგიული რეაქცია

-დაიბანოს ნაკბენი მიდამო საპნითა და წყლით

-ფრთხილად მოიცილოს ნესტარი კანის ზედაპირიდან

-დაიდოს ცივი საფენი ან ყინული შეშუპების შესამცირებლად

-არ გააღიზიანოს ნაკბენი მიდამო, ვინაიდან ამან შესაძლებელია გამოიწვიოს შეშუპება, ქავილი და ინფიცირება.

-დადასტურებული ალერგიის შემთხვევაში, თუ გამოწერილი აქვს ეპინეფრინის აუტოინექცია, დაუყოვნებლივ გამოიყენოს იგი ექიმის დანიშნულების მიხედვით

-მრავლობითი ნაკბენის ან მძიმე ალერგიული რეაქციის (ანაფილაქსიას, თუნდაც მხოლოდერთი ან ორი სიმპტომი) შემთხვევაში სასწრაფოდ მიმართოს ექიმს.

ncdc გვთავაზობს სხვა სახის რეკომენდაციებსაც. კრაზანების დაფიქსირებისას დაკბენის პრევენციისა და შესაბამისად არასასურველი მოვლენების განვითარებისგან თავდასაცავად აუცილებელია მათი რაოდენობის შემცირება ყველა ხელმისაწდომი მეთოდით.

თუ არ არის ხანძრის გაჩენის საშიშროება, ეფექტურია ტრადიციული მეთოდი, ღამით ჩირაღდნებით ბუდის გამოწვა. კრაზანები სიბნელეში მიფრინავენ ცეცხლისკენ, ეწვებათ ფრთები და ვეღარ ფრენენ, თუმცა ფრთებდამწვარი კრაზანების კბენისგან თავდასაცავად მაინც სიფრთხილეა საჭირო.

შეიძლება მათი განადგურება სხვადასხვა ქიმიური ინსექტიციდებით, სასხურებლის ძლიერი ჭავლით. სინთეზური პირეტროიდების ან ნეონიკოიტოდების ან/და მათი ნარევების გაამოყენებით (ალპაკი, ალპგორი, ანტიგო, აქტარა, აცე, ბესტ-ალფა, ბინგო, დელტატრინი, ზონდერი, ტალსტარი და სხვა).

ძალზედ ეფექტურია საფუტკრეებში და სახლებშიც მარტივი ტიპის მისატყუარი მწერმჭერი ხაფანგების გამოყენება. თეთრ გამჭვირვალე პლასტმასის ბოთლს (1-2 ლიტრიანი ), მოაჭერით ბოთლის1/3 და გადმობრუნებული თავით დაბლა ჩადგით ბოთლში, ან ბოთლის სახურავში გააკეთეთ კრაზანის სიგანის შესატყვის ნახვრეტი – 2-2,5 მმ.

გიგანტური კრაზანას წინააღმდეგ გამოიყენება მხოლოდ თავახდილი ბოთლი, რადგან სხვა შემთხვევაში იგი ნახვრეტში ვერ ეტევა და ამის გამო ასეთი მწერსაჭერის გაკეთებას აზრი არ აქვს. ბოთლში ჩაასხით 200-300 გ ოდნავ ამჟავებული ( ამჟავებულს ფუტკარი არ ეტანება ) ტკბილი სიროფი და დადგით სკების სიახლოვეს (ან სხვაგან) კრაზანა შეძვრება ბოთლში და უკან ვეღარ ამოდის .

ასევე ეფექტურია, პლასტმასის თვითნაკეთ მისატყუებელ ბოთლხაფანგში ჩაისხას 0,5 ლ ლუდში გახსნილი 1-2 კოვზი თაფლი. კრაზანების რიცხოვნობის შესამცირებლად შეიძლება მისატყუარ ნარევებს დავუმატოთ ქლორპირიფსის მცირე დოზაც.

კრაზანის ბუდეების აღმოსაჩენად გულდასმით უნდა დავათვალიეროთ სკებიდან დაახლოებით 250-300 მ-იან დიამეტრზე მდებარე მიწა, ფლატეები, ხეები, ფუღუროები, ხის ანახეთქები, შენობა ნაგებობები, მათი სხვენი და ხის სახლებზე აკრული ფიცრები და შიფერები. თუ კრაზანის ბუდეებს ვერ აღმოვაჩინეთ, შესაძლებელია წვრილი ალისფერი/წითელი ლენტი ფრთხილად შეაბათ დაჭერილ კრაზანას მკერდსა და მუცელს შორის შევიწროვებულ ადგილას, გაუშვათ და ამ მეთოდით აუცილებლად მიაგნებთ კრაზანების კოლონიას. .

წინა სტატიარუსთავი 2-ის მყიდველი ამ დრომდე არ გამოჩენილა, თუ ეს არ მოხდა დღესაც, ხალვაშის გეგმები შეიცვლება
შემდეგი სტატიაზუგდიდში, საკანალიზაციო ქსელის სამუშაოებში დასაქმებული მუშების საფულე მოიპარეს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური