მთავარისიახლეებიეკონომიკაზესტაფონში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ - 22 ლარი მძიმე შრომისთვის?

ზესტაფონში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ – 22 ლარი მძიმე შრომისთვის?

Published on

ზესტაფონში ავტობანის მშენებლობაზე დასაქმებულები გაიფიცნენ. 150-მდე მუშა ხელფასების გაზრდას მოითხოვს, ასევე მათ სამუშაო პირობებს„არასათანადოდ“ მიიჩნევენ.

მათი თქმით, ჩინური კომპანია, რომელიც ავტობანის მშენებლობას ახორციელებს, თანამშროლებს ზეგანაკვეთური სამუშაოებისთვის თანხას არ უხდის.

“დღეში 22 ლარს ვიღებთ, აქედან ნაწილი ტრანსპორტირებაში გვეხარჯება. მოვითხოვთ დამატებითი სამუშაოებისთვის დამატებითი თანხა გადაგვიხადონ. ამასთან, არაადამიანურ პირობებში ვმუშაობთ, სასადილო და აბაზანა არაა, წყალიც კი არ გვაქვს. ყველაზე დიდ პრობლემას ის წარმოადგენს, რომ თარჯიმანი არ ჰყავთ და კომუნიკაციას ვერ ვამყარებთ, გვეჩხუბებიან, ხელშეკრულებებსაც არ გვაჩვენებენ, რომ ვიცოდეთ ჩვენი უფლებები”, – აცხადებენ აქციის მონაწილეები.

მათი თქმით, სოლიდარობის გამო მათი რამდენიმე თანამშრომელი გაათავისუფლეს. აქციის მონაწილეების თქმით, პროტესტი არ შეწყდება, ვიდრე მათი მთავარი მოთხოვნა არ შესრულდება. ავტობანის მშენებლობაზე სამუშაოებს ჩინეთის გვირაბების და ხიდების კომპანია ასრულებს. კომპანიამ სამუშაოები 2019 წელს დაიწყო.

როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, მუშების მოთხოვნები კომპანიის ხელმძღვანელობას გასაცნობად გადაეგზავნა და პასუხს თანამშრომლებს გაცნობის შემდეგ მიაწვდიან.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...