მთავარისიახლეებისაზოგადოებაწუხანდელი ხანძრის შემდეგ, „გალერეა თბილისი“ ამ დრომდე პარალიზებულია

წუხანდელი ხანძრის შემდეგ, „გალერეა თბილისი“ ამ დრომდე პარალიზებულია

Published on

წუხანდელი ხანძრის შემდეგ, „გალერეა თბილისი“ ამ დრომდე პარალიზებულია. ჯერჯერობით გაურკვეველია, როდის განაახლებს ფუნქციონირებას სავაჭრო ცენტრი.

,, ამ ეტაპზე მიმდინარეობს მიზეზების მოკვლევა, სისტემების შემოწმება და დღის განმავლობაში ვაცნობებთ საზოგადოებას, თუ როდის განვაახლებთ მუშაობას.. უახლოეს რამდენიმე საათში აუცილებლად გვეცოდინება, როდის გავიხსნებით, იმედია, ეს დღის განმავლობაში მოხდება, თუმცა ჯერჯერობით ზუსტ ინფორმაციას ვერ მოგცემთ” – აცხადებს ,, გალერია თბილისის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ქეთა ახობაძე.

მისი თქმით „გალერია თბილისში” უსაფრთხოების მიზნით სისტემების შემოწმება მიმდინარეობს .

,,ჯერჯერობით იმის თქმა შეგვიძლია ,გალრიას ტექნიკურ სივრცეში სავენტილაციო სისტემის დანადგარს გაუჩნდა ალი. რომელიც ძალიან სწრაფად ჩააქრო ტექნიკურმა სამსახურმა, თუმცა დააკვამლიანება გრძელდებოდ.ძალიან სწრაფად მოხდა შენობაში მყოფი ადამიანების ევაკუაცია და საბედნიეროდ, არავინ დაშავებულა, ასევე, არ დაზიანებულა ქონება”- აცხადებს ქეთა ახობაძე

ხანძარი სავაჭრო ცენტრ „ გალერეა თბილისში“ გვიან ღამით გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის ერთ-ერთ გამწოვს მოედო, რის შემდეგაც კვამლი მთლიან შენობაში გავრცელდა. შენობიდან ხალხის ევაკუაცია სწრაფად განხორციელდა.  მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე საპატრულო, სახანძრო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...