მთავარისიახლეებიკონფლიქტებირაულ ხაჯიმბა: საქართველო როდისმე მივა იქამდე, რომ ურთიერთობა ჩვენთან უნდა აშენოს...

რაულ ხაჯიმბა: საქართველო როდისმე მივა იქამდე, რომ ურთიერთობა ჩვენთან უნდა აშენოს როგორც დამოუკიდებელ ქვეყანასთან

Published on

ოკუპირებულიაფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა აცხადებს, რომ მისითქმით, ე,წ ხელისუფლება ცდილობს, რუსეთის დახმარებით მოაწესრიგოს ჯანდაცვის, განათლებისა და ეკონომიკის სფეროში არსებული პრობლემები. ასე ეხმაურება იგი საქართველოს ხელიუფლების მიერ შექმნილ პროგრამებს, რომლითაც ოკუპირებული ტერიტორტიების მოსახლეობა სარგებლობს. მისი თქმით, ყველაფერი გაკეთდება იმისთვის, რომ , ესპრობლემებითავად მოაგვაროს, რათა შემცირდეს საქართველოს ხელისუფლების გავლენა მოსახლეობაზე.

რაც შეეხება ეკონომიკურ ურთიერთობას, ხაჯიმბას თქმით, არავინ უარყოფს, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე მაცხოვრებლებს ეკონომიკური ურთიერთობა აქვთ საქართველოსთან. საქართველოდან შეაქვთ პროდუქცია, როგორც პირადი მოხმარებისთვის, ასევე, კომერციული მიზნებისთვისაც. ხაჯიმბამ მაგალითად იაპონია და რუსეთი მოიყვანა და განაცხადა, რომ იმისდა მიუხედავად რომ ამ ქვეყნებს შესაბამისი შეთანხმება არ აქვთ, ეკონომიკური ურთიერთობა ვითარდება.

„ჩვენ არ ვამბობთ, რომ ჩვენ ჩაკეტილი საზოგადოება ვართ, მაგრამ არის პროცესები, რომლებიც უნდა გადაწყდეს საქართველოსა და აფხაზეთს შორის. ქართულმა მხარემ უნდა გაიგოს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სახელმწიფოა, თუ ჩვენ გვინდა ეს ურთიერთობები, საქართველომაც უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი იმის გაგებით, რომ არსებობს დამოუკიდებელი სახელმწიფო, რომელსაც აქვს თავისი ეკონომიკური ინტერესები, ხელი არ შეგვიშალოს განვითარებაში, არ შექმნას დაბრკოლებები.

როგორც კი აფხაზეთში რაიმე საკითხის გადაწყვეტა შესაძლებელი ხდება, საქართველო მაშინვე მთელ მსოფლიოს უყვირის, რომ ეს არ უნდა მოხდეს და არ უნდა შევიდეს ინვესტიციები აფხაზეთში საქართველოს გვერდის ავლით, მაგრამ ეჭვი არ მეპარება, რომ საქართველო როდისმე მივა იქამდე, რომ საჭირო იქნება ჩვენთან ამ ურთიერთობის აშენება, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანასთან. ეს ურთიერთობა იქნება როგორც ორი დამოუკიდებელი სახელმწიფოს ურთიერთობა. ჩვენ მეზობლები ვართ.“- განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...