მთავარისიახლეებიპოლიტიკახელს იბანს, უკბილოდ გვეხუმრება თუ დაბნეულია? როცა საგარეო საქმეთა...

ხელს იბანს, უკბილოდ გვეხუმრება თუ დაბნეულია? როცა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ რუსეთს უნდა ჰკითხოთ“ის, თუ რატომ ვერ ხერხდება მცოცავი ოკუპაციის შეჩერება

Published on

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე აცხადებს, რომ საქართველოს ხელისუფლება გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის შესაჩერებლად ყველაფერს აკეთებს. ამასთან, ლაშა დარსალიას განცხადებით, მიმიდნარეობს ინტენსიური მუშაობა საერთაშორისო საზოგადოებასა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან, რათა რუსმა ოკუპანტებმა ქართული მიწის მიტაცება შეაჩერონ.

კითხვაზე, თუ რატომ ვერ ხერხდება რუსი ჯარისკაცების მიერ მცოცავი ოკუპაციის შეჩერება, მინისტრის მოადგილე პასუხობს: „ეს რუსეთს უნდა ჰკითხოთ“.

„ზოგადად, რუსეთი ახორციელებს ბორდერიზაციის პროცესს ზეწოლის მიზნით… რუსეთს უნდა ჰკითხოთ, რას აპირებს მომავალში, ჩვენ ვთქვით, რომ ამჟამად ბორდერიზაციის პროცესი შეჩერებულია და სახელმწიფო ყველა თავის ხელთ არსებულ მექანიზმს ამუშავებს, რომ ეს პროცესი არ გაგრძელდეს“, – განაცხადა დარსალიამ.

საგარეო უწყების წარმომადგენელი ამბობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოსთვის მნიშვნელოვანი საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან გამოხატული მხარდაჭერაა.

„გვაქვს რუსეთის ფედერაციასთან საქმე, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, პირველ რიგში, საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ საერთაშორისო დღის წესრიგში ოკუპაციის საკითხი იდგეს პირველ პლანზე და მოგეხსენებათ, ბოლო დღეების განმავლობაში, გაკეთდა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადებები ჩვენი პარტნიორების მხრიდან“, – ამბობს დარსალია.

სიახლეები

EU-ს წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქმიანობაზე განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, ევროკავშირი მტკიცედ უჭერს მხარს...

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ სასამართლოში იდავებენ

აშშ-ის წამყვანი მედიასაშუალებები - CNN, MS NOW და Politico - დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ...

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა არმაზ ახვლედიანის პოლიტიკური სკოლის დაფინანსების საკითხის შესწავლა დაიწყო

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფინანსების გამჭვირვალობის დეპარტამენტში თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლის მიმართ მონიტორინგი დაიწყო. ამის შესახებ...

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს

აშშ-ის მიერ სანქცირებულმა ირანულმა ავიაკომპანიებმა საქართველოში ფრენები შეწყვიტეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს და წერს,...