მთავარისიახლეებიპოლიტიკახელისუფლება გუგუტიანთკარის ამბებს რუსთავი 2 -გან იგებს, სამოქალაქო აქტივისტები კი წლებია ...

ხელისუფლება გუგუტიანთკარის ამბებს რუსთავი 2 -გან იგებს, სამოქალაქო აქტივისტები კი წლებია საზღვრის გასწვრივ, ღია მინდვრებში ათენებენ და აღამებენ

Published on

დავით ქაცარავა და ჟურნალისტი ლაშა ბერულავა, რომელნიც სამოქალაქო მოძრაობის ,,ძალა ერთობაში” სხვა აქტივისტებთან ერთად ცივ ზამთრებსა და აუტანელ სიცხეებში არაერთი წელია საველე ცხოვრებას მისდევენ და საზღვრებზე ოკუპანტების მოძრაობას აკვირდებიან , უფრო მეტიც, შიშველი ხელებით უპირისპირდებიან ოკუპანტის ზრახვებს, თვლიან, რომ ხელისუფლება თავს ქვიშაში მალავს და მტრის ნაცვად ქართველ აქტივისტებს უპირისპირდება.

,, 100%-ით ვარ დარწმუნებული, რომ ყოველგვარი შეიარაღებული დაპირისპირების გარეშე იყო შესაძლებელი იმის შეჩერება, რაც ახლა გუგუტიანთკარში ხდება: საკმარისი იქნებოდა, ბოძების სავარაუდო განლაგების ადგილას 15 ხელიხელჩაჭიდებული უიარაღო ადამიანი, სამოქალაქო აქტივისტები.-წერს ჟურნალისტი ლაშა ბერულავათავის ფეისბუქგვერდზე. –
ატოცის გამოცდილება ცხადყოფს, რომ რუსეთი ვერ მიდის უიარაღო ადამიანებთან ძალისმიერ მეთოდებზე, როცა ჩართულია ლაივები.
ეს 15 ადამიანი მზად ვიყავით და ამას ვაპირებდით.
მაგრამ ხელისუფლებას უამრავი ბანალური მიზეზი აქვს, აგვიკრძალოს ეს და გვიკრძალავს კიდეც.


ერთ-ერთი მთავარი ბანალურობაა “თქვენივე უსაფრთხოებისთვის”.
სინამდვილეში კი ხელისუფლება არ დაუშვებს, გუგუტიანთკარში ატოცი განმეორდეს.
ატოცშიც არ მიგვიშვებდნენ, უბრალოდ, არ ეგონათ, რომ რუსული სამხედრო მანქანა უკან დაიხევდა.


რა თქმა უნდა, არ მიგვიშვებენ, რადგან ჩვენი და ჩვენი ლიდერის დათო ქაცარავასი არ სჯერათ: რომ არც პარლამენტში ვაპირებთ შესვლას, არც ძალაუფლება გვწყურია.
ამიტომ არ გვიშვებენ: ჩვენ რომ აქაც შევაჩეროთ ორკები, ისევ ამათ აგინებს ხალხი, თქვენ რას მიკეთებთო.
მოდით, ეს მეთოდი, რასაც ჩვენ ვაპირებდით, თავად გამოიყენეთ და თავად დაიწერეთ ქულები, ხელს არ შეგიშლით: დარაზმეთ “ოცნების” ახალგაზრდული ფრთა, პატრიოტი გოგო-ბიჭები მანდაც არიან.
არავის ერთი ღერი თმა არ ჩამოუვარდება, რუსები გაჩერდებიან, თქვენ ქულებს დაიწერთ.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...