სასიკვდილო ნაკბენი – რა მწერი კბენს მოსახლეობას, რაც სხეულის პარალიზებას იწვევს?

0
2167

ჩხოროწყუში ამ რამდენიმე დღის წინ შუახნის კაცი გარდაიცვალა სავარაუდოდკრაზანისებრი მწერის ნაკბენისაგან, რაც პირველი შემთხვევა არ არის საქართველოში ამ ზაფხულსაც, როგრც წინამორბედ წლებში. ამასთან დაკავშირებით გთვაზობთ გაზეთ რეზონანსის პუბლიკაციას,რომელშიც საუბარია იმაზე, რა მწერია ეს და როგორ დავიცვათ მისგან თავი

“ზაფხულის დადგომასთან ერთად, ხშირ შემთხვევაში, მთელი რიგი პრობლემები იჩენს ხოლმე თავს, მაგალითად, როგორიც არის კრაზანის, ფუტკრის, თუ ბზიკის ნაკბენი, რომელიც იწვევს ალერგიულ შოკს, რაც ხშირ შემთხვევაში ფატალური შედეგით სრულდება. თუმცა, არსებობს საშუალება, რომ ეს შედეგი თავიდან ავიცილოთ და ალერგიულ შოკს გავუმკლავდეთ”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში სათაურით სასიკვდილო ნაკბენი – რა მწერი კბენს მოსახლეობას, რაც სხეულის პარალიზებას იწვევს.

“კრაზანას ნაკბენს 99%-მდე ადამიანი ვერ უმკლავდება. ეს არის შეუნელებელი ტიპის ალერგიული რეაქცია, რომელიც სიკვდილამდეც კი მიდის. შეიძლება ტანის, ტვინის და ხორხის შეშუპება მოხდეს, საბოლოოდ კი კატასრტოფულად დამთავრდეს”, – აცხადებს “რეზონანსთან” ალერგოლოგი და იმუნოლოგი დალი ლეჟავა. დაზარალებული მოქალაქე მედიკო მოწაფია ჰყვება იმ შემთხვევის შესახებ, რომელიც ორი დღის წინ გადახდა. მოწაფიას საკუთარ ეზოში კრაზანამ უკბინა, რამაც, ფაქტობრივად, მთელი სხეულის პარალიზება გამოიწვია. საბოლოოდ კი პრეპარატ დექსამეტაზონის საშუალებით მოხდა მისი მდგომარეობის შემსუბუქება, რომელსაც იმუნოდეპრესიული აქტივობა გააჩნია. მსგავსი შემთხვევა მას ორჯერ ჰქონდა. პირველი შემთხვევისას მან გონება დაკარგა”, – აღნიშნავს გამოცემა.

“ფეხებიდან იწყებს ბჟუილს, შემდეგ ნელ-ნელა ზემოდ ამოდის, ბოლოს კი კეფაზე გადადის. გონება არ დამიკარგავს, თუმცა ხელ-ფეხი წამერთვა და კრიჭა შემეკრა. აბსოლუტურად ყველაფერი მესმოდა, გონებრივად ადეკვატური ვიყავი, მაგრამ, არაფრის გაკეთება არ შემეძლო, თვალის გახელაც კი. სასწრაფოს მოსვლამდე გავიკეთე დექსამეტაზონი, რამაც სასწრაფოს საშუალება მისცა ადგილზე ცოცხალი მივეყვანე. ნემსის გაკეთებას ვეღარ ვასწრებდი, გავტეხე ამპულა და დავლიე. სანამ ამას გავაკეთებდი, მეუღლემ უკვე ნემსი გაამზადა და ისიც გავიკეთე. ფილტვებისა და ხორხის შეშუპება მოხდა სასწრაფოს მოსვლამდე. ეზოში, პირდაპირ აგურზე იყო ბუდე გაკეთებული. თქვეს, რომ ეს ძალიან გავრცელებულია. ბოქლომშიც კი შედიან და იქ იბუდებენ. ფაქტობრივად, ყველგან ბუდობენ. ეს ფუტკარი არ არის, ეს კრაზანაა. ძალიან ჰგავს ფუტკარს და ვერ მიხვდები რომ კრაზანაა. ერთდროულად ოთხ ადგილას მიკბინა ორივე ფეხზე. ეს უკვე მეორე შემთხვევა იყო. პირველი შემთხვევა ამისგან ძალიან განსხვავდებოდა, რადგან ის იყო ძალიან დიდი ამასთან შედარებით და უფრო მუქი. თუმცა, პირველი შემთხვევისას გავითიშე. იმასაც კი არ მოელოდნენ, რომ მოვბრუნდებოდი. ეს საღამოს 19:00 საათზე მოხდა. გონება უცებ დავკარგე და გონს რომ მოვედი, უკვე დილის ოთხი საათი იყო”, – ამბობს გამოცემასთან საუბრისას მედიკო მოწაფია.

“კრაზანა ხშირ შემთხვევაში, ადამიანის სახლთან ახლოს იკეთებს ბუდეს. შენობის ჭერს, ფანჯრებს ირჩევენ და იკვებებიან საკვების ნარჩენებით, რომელსაც ადამიანი ტოვებს. კრაზანა კბენის შემდეგ შხამს ტოვებს ადამიანის ორგანიზმში. მსგავსი შემთხვევის შემდეგ აუცილებელია იმ პრეპარატის მიღება, რომელიც ამ შხამს გაუმკლავდება, თუმცა ასაკის, წონისა და დოზის გაკონტროლება აუცილებელია, – გვირჩევენ ალერგოლოგები. დალი ლეჟავა აცხადებს, რომ ასეთი შემთხვევისას აუცილებელია ადრენალინის მიღება, რომელიც ადამიანის ორგანიზმში შხამს ებრძვის. ის გარკვეულ რეკომენდაციებსა და რჩევებს იძლევა”, – წერს სტატიის ავტორი.

“კრაზანას ნაკბენს 99%-მდე ადამიანი ვერ უმკლავდება. ეს არის შეუნელებელი ტიპის ალერგიული რეაქცია, რომელიც სიკვდილამდეც კი მიდის. პირველ ჯერზე იყო შოკი და პაციენტი დაცვითი ორგანიზმის ძალების საფუძველზე მას გაუმკლავდა და არ გამოიწვია სიკვდილი. მაგალითად, ადამიანი, რომ ქუნთრუშას გადაიტანს, შემდეგ რჩება იმუნიტეტი და მეორედ ეს ადამიანი ქუნთრუშით არ ავადდება. აქაც შეიძლება მსგავსი რამ ვთქვათ, – ანტისხეულები გამოუმუშავდა, რომელიც ორგანიზმში ცირკულაციას აგრძელებენ. მეორე შემთხვევის შემდეგ ეს ანტისხეული დახვდა აგენტს, რომელიც შხამის სახით ორგანიზმში შევიდა, არ მოხდა შოკის განვითარება ბოლომდე და შესაბამისად სიკვდილი. ორივე არის ორგანიზმის გავრცელებული რეაქცია. გაბუჟება, ფაქტობრივად, შოკის წინა მდგომარეობაა. თუკი დაბუჟდა სხეული, ეს არის ალერგიულ აგენტთან ჭიდილი ორგანიზმის მიერ. საბოლოოდ მოხდა ის, რომ ადამიანი გადარჩა. არსებობდა ვარაუდი, რომ კატასტროფით დამთავრებულიყო”, – განმარტავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას დალი ლეჟავა.

“რაიმე სპეციფიური აცრის მსგავსი კრაზანას წინააღმდეგ არ არსებობს… პირველ რიგში, ადამიანმა ნაკბენის ადგილას ადრენალინის პრეპარატი უნდა გაიკეთოს, შემდეგ ჰორმონიც შეიძლება. მომენტალურად ასეთ ადამიანს სახლში უნდა ედოს ადრენალინი გამზადებული, რაც თავისივე შპრიცშია მოთავსებული და კანქვეშ ხდება მისი შეყვანა, ჰორმონიც უნდა ჰქონდეს თან. ასეთი შემთხვევის შემდეგ ეს ადამიანი ორი კვირის განმავლობაში მაინც უნდა იყოს დიეტაზე”, – გვირჩევს დალი ლეჟავა.

წინა სტატიამიხეილ სააკაშვილი: კობი-გუდაურის ავტობანის აშენების შემთხვევაში, რუსეთს ეხსნება სამხედრო გზა თბილისის სწრაფი აღებისათვის
შემდეგი სტატიამომდევნო 6 თვის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკაში არსებული ისედაც არასახარბიელო მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება – პროგნოზირებენ დასავლელი მკვლევარები და ქართველი ეკონომისტები
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური