მთავარისიახლეებიკონფლიქტები,,ამ ომში ერთნაირად დაზარალდნენ ქართულ-აფხაზური მხარეები, რითიც იხეირა სხვა ძალამ - რუსეთმა''...

,,ამ ომში ერთნაირად დაზარალდნენ ქართულ-აფხაზური მხარეები, რითიც იხეირა სხვა ძალამ – რუსეთმა” -ქეთევან ცხელაშვილი

Published on

აფხაზეთის ომის 27 წლისთავთან დაკავშირებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ომში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგო. მინისტრმა გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. როგორც ციხელაშვილმა განაცხადა, ამ ომში ერთნაირად დაზარალდნენ ქართულ-აფხაზური მხარეები, რითიც იხეირა სხვა ძალამ – რუსეთმა.

„27 წელი გავიდა იმ ტრაგედიიდან, რომელსაც ჩვენი უამრავი თანამოქალაქის, უამრავი ახალგაზრდის სიცოცხლე შეეწირა. აქ ვხვდები შაოსან დედებს, მშობლებს, რომლებსაც, ბუნებრივია, ეს ტკივილი არ განელებიათ. ეს მთელი ჩვენი საზოგადოების ტკივილია. ათასობით ადამიანი დაზარალდა. დღეს მავთულხლართების ორივე მხარეს არიან ადამიანები, რომლებიც საკუთარ სახლებში დღემდე ვერ ბრუნდებიან. ვფიქრობ, წლიდან წლამდე უფრო აშკარა ხდება, რომ ჩვენ ყველანი დავზარალდით ქართულ თუ აფხაზურ მხარეს და სულ სხვა ძალა ხეირობს. ამიტომ ვფიქრობ, დიალოგს, ერთმანეთთან ურთიერთობას არანაირი ალტერნატივა არ გააჩნია. მინდა მქონდეს იმედი, რომ ამის გაცნობიერება მავთულხლართების იქითაც კიდევ უფრო ფართოდ ხდება,”- განაცხადა ციხელაშვილმა.

სიახლეები

ზუგდიდის,რაიონულმა სასამართლომ აქტივისტი როსტო ზარანდია დამნაშავედ ცნო

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ როსტო უკვე მეოთხედ ცნო "დამნაშავედ", ამჯერადაც "დანაშაული" პროკურატურის კედელზე მზია ამაღლობელის...

მედია- აზერბაიჯანული თვითმფრინავის ჩამოგდების ბრძანება რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გასცა

აზერბაიჯანულ რედაქციაში შესულმა ანონიმურმა წერილმა შესაძლოა ახალ ფაზაში გადაიყვანოს გამოძიება, რომელიც ეხება 2024 წლის...

სომხეთის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე-სერიოზულად უნდა განვიხილოთ რუსული არხების აკრძალვა

სომხეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა ადგილობრივ მედიასთან საუბრისას განაცხადა, რომ "სერიოზულად უნდა...

პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებს სადეპუტატო მანდატები შეუჩერა

82 მომხრე - 0 წინააღმდეგი - "ოცნების" პარლამენტმა გახარიას გუნდის წევრებისთვის სადეპუტატო მანდატების ვადაზე...