მთავარისიახლეებიპოლიტიკატვ პირველი დაადუმეს კიბერშეტევა არხის ცენტრალურ სერვერზე

ტვ პირველი დაადუმეს კიბერშეტევა არხის ცენტრალურ სერვერზე

Published on

ტვ პირველის ინფორმაციით, არხის ცენტრალურ სერვერზე კიბერშეტევა მოხდა, რამაც სრული პარალიზება გამოიწვია. 

ტელეკომპანიის განცხადებით, კიბერშეტევის გამო ეთერში ვერ გადის პოლიტიკური და საინფორმაციო გადაცემები. 

“დღეს დილით არხის ცენტრალურ სერვერზე განხორციელდა კიბერშეტევა, რამაც გამოიწვია არხის სრული პარალიზება, რის გამოც შეუძლებელია არხის სრულფასოვანი მაუწყებლობა. ეთერში ვერ გავიდა “საქმიანი დილა” და ამ დრომდე ვერ გადის არხის საინფორმაციო და პოლიტიკური გადაცემები,”- წერია ტელევიზიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. . 

ტვ პირველის დამფუძნებელი და დირექტორი ვატო წერეთელი პროკურატურამ გამოკითხვაზე 6 აგვისტოს დაიბარა, თუმცა მისივე მოთხოვნით, ის მაგისტრი მოსამართლის წინაშე საქალაქო სასამართლოში 8 აგვისტოს დაიკითხა.

მისივე თქმით, პროკურორების შეკითხვები TBC ბანკის გახმაურებულ საქმეს ეხებოდა. 

ვატო წერეთელი ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის შვილია, რომელიც თავის მხრივ, ერთერთი მთავარი ფიგურაა იმ ტრანზაქციებში, რაზეც პროკურატურა TBC ბანკის დამფუძნებლებს ედავება და რის გამოც საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენებს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 – 700 000 ლარი შეუფარდა. 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...