მთავარისიახლეებისაზოგადოებაუშგულში კოშკების აღგდენის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

უშგულში კოშკების აღგდენის მოთხოვნით აქცია მიმდინარეობს

Published on

უშგულში რამდენიმე საათია საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა დაზიანებული კოშკების აღდგენას, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვას და სხვა პრობლემების მოგვარებას ითხოვენ.

“სამწუხაროდ, უშგულში, ორი წლის უკან მერვე საუკუნის კოშკი მიწასთან გასწორდა, იგივე განმეორდა ერთი კვირის წინ.უშგულში, საგანგაშო მდგომარეობაში არის კოშკების და მაჩუბების 90 %, რომლებიც ამ ზამთარს ვერც კი გადაიტანენ. თვალწინ გვენგრევა საუკუნეების საგანძური, რის გამოც ათასობით ტურისტი ჩამოდის საქართველოში…თვალწინ გვენგრება ჩვენი წინაპრების სისხლიანი ხელებით ნაშენი დღემდე მოღწეული ისტორია. მე ვტირი და მტკივა თითეული გაბზარული კოშკი და მაჩუბი., რომლებიც ჩემი ბავშობის და ჩვენი წარსულის განუყრელი ნაწილია… უმორჩილესად გთხოვთ ყველას , ვისაც კი ჩვენი სამშობლო შეგტკივათ, დაგვიდეგით გვერდში”,- წერს აქციის მონაწილე, ადგილობრივი მარიამ ხაჭვანი facebook-ზე. 

“ჩვენ ამ აქციას არანაირ პოლიტიკურ სახეს არ ვაძლევთ. ეს არის მხოლოდ გულისტკივილი, სვანეთის გულისტკივილის და მთელი საქართველოს გულისტკივილია. ყველანი დავდგეთ ერთად”- ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე. 

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...