მთავარისიახლეებიპოლიტიკა"კითხვები აღარ უნდა იყოს. ნათელია, რომ ომი რუსეთმა დაიწყო"-მეთიუ ბრაიზა

“კითხვები აღარ უნდა იყოს. ნათელია, რომ ომი რუსეთმა დაიწყო”-მეთიუ ბრაიზა

Published on

ომის დაწყების თემის პოლიტიზირება საქართველოსთვის არაჯანსაღია – აგვისტოს ომის მოვლენებს „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუს დროს მეთიუ ბრაიზა იხსენებს. ამერიკელი დიპლომატი, რომელიც 2008 წელს ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილე იყო ამბობს:

“კითხვები აღარ უნდა იყოს. ნათელია, რომ ომი რუსეთმა დაიწყო. რუსეთი ემზადებოდა ომისთვის. თუმცა ის წარმატებულად აკონტროლებდა ნარატივს. ასევე, საზიანო იყო ევროკავშირის ანგარიში, ომის შემდეგ, რომელიც მიუთითებდა, რომ საქართველომ გაისროლა პირველი. მე ვთვლი, აბსოლუტურად შეუძლებელი იყო იმის დადგენა თუ ვინ გაისროლა პირველი, რადგან დაბალი ინტენსივობით სამხედრო კონფლიქტი წლების განმავლობაში მიმდინარეობდა. ვფიქრობ, მოკლე პასუხი თუ რატომაა ეს ჯერ ისევ განხილვის საგანი ისაა, რომ რუსეთმა გაიმარჯვა ნარატივების ბრძოლაში. ამ საკითხის პოლიტიზირება, არაა სამართლიანი და ჯანსაღი საქართველოსთვის.” – ამბობს ბრაიზა.

სიახლეები

22 ნოემბერი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა

ქვემო ფონიჭალაში საცხოვრებელი კორპუსის ნგრევის შედეგად დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 2026 წლის 22 ნოემბერი საქართველოში...

საერთოდ ჩაიტანოს თუ უნდა დედამიწამ! – ნიკა გვარამია ივანიშვილზე

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი ნიკა გვარამია აცხადებს, რომ მხარს უჭერს დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ ტელეკომპანიების...

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებაზე გამოძიება დაიწყო

ქვემო ფონიჭალაში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით...

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა

აშშ-ის, ჩინეთისა და რუსეთის ლიდერებს შორის პირველი სამმხრივი შეხვედრა დასრულდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული...