მთავარისიახლეებისაზოგადოებაშოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა კურსდამთავრებულებს საზეიმო გაცილება მოუწყო

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა კურსდამთავრებულებს საზეიმო გაცილება მოუწყო

Published on

შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის საბაკალავრო, სამაგისტრო და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო ცერემონიალი გაიმართა დადიანების სასახლეთა ისტორიულ – არქიტექტურული მუზეუმის ეზოში.
ღონიძიების მონაწილეებს მიესალმა შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი თეონა ხუფენია. მან ისაუბრა, სახელმწიფო პოლიტიკაზე უმაღლეს განათლებასთან დაკავშირებით, უნივერსიტეტის განვითარების გზებზე და მათ მიერ გაწეულ პროექტებზე. “დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი უნივერსიტეტისთვის. დღეს, არის უნივერსიტეტის მეათე საიუბილეო გამოშვება. შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტი არის სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში ერთ-ერთი სახელწიფო სტატუსის მატარებელი უნივერსიტეტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებეულება, რომელიც ახორციელებს უმაღლესი და პროფესიული განათლების სახელმწიფო პოლიტიკას რეგიონში”.თეონა ხუფენიამ კურსდამთვარებულებს მიმართა: “მე ვარ ამაყი თქვენით და გახსოვდეთ, თქვენ იყავით ამაყი იმიტომ, რომ იცოდეთ თქვენ ამ ოჯახის წევრები იყავით და ხართ. მადლობა თითოეულ თქვენგანს. ხმამაღლა ვამბობ, რომ შოთა მესხიას სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი მზად არის უპასუხოს ყველა გამოწვევას რეგიონში მათ შორის, ანკლიის პორტის. მე მინდა თვითმმართველობას ვუთხრა, უნივერსიტეტი მოწოდების სიმაღლეზეა მიიღოს ქვეყანაში ნებისმიერი გამოწვევა უმაღლესი და პროფესიული განათლების სივრცეში.”

უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს გაწეული შრომისთვის და ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადეს მხარის გუბერნატორმა ალექსანდრე მოწერელიამ, ქალაქის მერმა გიორგი შენგელიამ და მაჟორიტარმა მერაბ ქვარაიამ.

სიახლეები

ტყვეების გაცვლას განვახორციელებთ – ზელენსკი

უკრაინა და რუსეთი ტყვეების მასშტაბური გაცვლისთვის ემზადებიან - ამ გზავნილით ჩავიდა ამერიკული დელეგაცია მოსკოვიდან...

11 შეკვრა „კოკაინი“ და სინთეზური ნარკოტიკები – დაკავებულია 3 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისისა და ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა, ნარკოდანაშაულის...

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა

ვასილ მაღლაფერიძემ ნოემბერში საკუთარი ანაზღაურება ერთჯერადად 19 715 ლარამდე გაზარდა.- მე-13 ხელფასი გაიცემა საზმაუს...

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...