მთავარისიახლეებისაზოგადოებაარასამთავრობოები გვარამიასთვის ბრალის წარდგენას აფასებენ

არასამთავრობოები გვარამიასთვის ბრალის წარდგენას აფასებენ

Published on

საქმე შესაძლოა, პოლიტიკურად მოტივირებული იყოს და მიზნად ისახავდეს ოპონენტებისა და კრიტიკული მედიის დევნას – ამ გზავნილით გამოეხმაურა 13 ქართული გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის ნიკა გვარამიასთვის ბრალის წაყენებას. პროკურატურის ფორსირებული რეჟიმი არასამთავრობოებისთვის აჩენს განცდას, რომ პროცესი შესაძლოა, კავშირში იყოს ნიკა გვარამიას მიერ ახალი ტელევიზიის დაანონსებასთან და ახალი არხის კრიტიკულ სარედაქციო პოლიტიკასთან.

არასამთავრობო სექტორი მიიჩნევს, რომ ხელისულება წითელ ხაზებთან დგას, რომლის გადაკვეთის შემდეგაც საქართველო კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება და პოლიტიკური რეპრესიების ტალღა ქვეყანის ევროპულ მომავალს დიდი დარტყმის წინაშე დააყენებს.

არასამთავრობოებს აინტერესებს, როდესაც უკვე შვიდი წელია, პროკურატურამ თაროზე შემოდო ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის საჩივარი, არ დაასრულა „რუსთავი 2-ის“ დამფუძნებლების საქმის გამოძიება, როგორ მოახერხა პროკურატურამ რამდენიმე კვირაში “ინტერმედიას” და „რუსთავი 2-ის“ საქმიან კავშირზე ყველა მტკიცებულების გაანალიზება და ტელევიზიის გენდირექტორისთვის ბრალის წაყენება.

ხელისუფლების სურვილმა, ციხეში გაუშვას ქვეყნის ყველაზე კრიტიკული ტელევიზიის ყოფილი დირექტორი, დღეს არასამთავრობო სექტორი გააერთიანა. 13 გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაცია მიმართავს საქართველოს პროკურატურას, რომ გაასაჯაროვონ მტკიცებულებები და გასცენ პასუხი ყველა იმ კითხვას, რომელიც ამ საქმის გარშემო არსებობს.

„პოლიტიკური ვენდეტა“ – გია ხუხაშვილი დარწმუნებულია, რომ სხვა მიზეზებთან ერთად ნიკა გვარამიას პირადად ბიძინა ივანიშვილი სჯის იმ კრიტიკული განცხადებების გამო, რომელიც “ქართული ოცნების” ლიდერის მისამართით გვარამიას არერთხელ გაუკეთებია.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....