მთავარისიახლეებისაზოგადოებახელმოწერა არ ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს - სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა

ხელმოწერა არ ეკუთვნის ქიბარ ხალვაშს – სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა

Published on

2010 წელს გერმანიაში გაფორმებული დოკუმენტი და ქიბარ ხალვაშის სადაო ხელმოწერა – ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა ცნობილია. დასკვნაში ნათქვამია, რომ გამოსაკვლევი ხელმოწერა შეთანხმებაზე შესრულებულია არა ქიბარ ხალვაშის, არამედ სხვა პირის მიერ.

საქმე ეხება დოკუმენტს, რომლის საფუძველზეც  ირაკლი ოქრუაშვილის „რუსთავი2“ -ის წილებზე დაობს.

„გამოსაკვლევი ხელმოწერის გამომუშავების ხარისხი საშუალოზე მაღალია. ასოების ზომა დიდი, გაქანება საშუალო და დიდი, უმნიშვნელოდ მარჯვნივ დახრილი, დაწოლის ძალა საშუალო დიფერენცირებული, ხელმოწერის ფუძის ხაზის ფორმა სწორხაზოვანი, მიმართულება აღმავალი.

აღნიშნული ხელმოწერის გამოკვლევითა და შედარებით ქიბარ ხალვაშის ხელმოწერებთან, დადგენილი იქნა განსხვავებები ზომასა და გაქანებაში და შემდეგი ვარიანტის კერძო ნიშნებში:

ასო „შ“ -ს შესრულებისას გამოსაკვლევი ნიმუშებისაგან განსხვავებით გამარტივებულია მესამე ელემენტი.

– მოძრაობის ფორმა ასო „ქ“-ს მეორე ელემენტის საწყისი ნაწილის შესრულებისას გამოსაკვლევში ნიმუშებისაგან განსხვავებით უკუქცევით-სწორხაზოვანი.

– მოძრაობის ფორმა და მიმართულება ასო „ქ“-ს პირველი ელემენტის დამამთავრებელი ნაწილის შესრულებისას გამოსაკვლევში ნიმუშებისაგან განსხვავებით კუთხოვანი მიმართული მარცხნივ,“-ნათქვამია დოკუმენტში.

ქიბარ ხალვაშის ხელმოწერის ექსპერტიზის შედეგებს ირაკლი ოქრუაშვილის თანაგუნდელები გამოეხმაურნენ.

კოტე კემულარია ამბობს, რომ ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა პოლიტიკური პროცესების გაგრძელებაა და ეს ყველაფერი ოქრუაშვილის მიერ “რუსთავი 2”-ის წილებზე პრეტენზიის გამოთქმას უკავშირდება. 

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...