მთავარისიახლეებისაზოგადოება6 თვეში, საჯარო მოხელეების ხელფასებზე, პრემიებსა და დანამატებზე 735.3 მილიონი ლარი დაიხარჯა,...

6 თვეში, საჯარო მოხელეების ხელფასებზე, პრემიებსა და დანამატებზე 735.3 მილიონი ლარი დაიხარჯა, რაც 47.5-ით მეტია შარშანდელ მაჩვენებლზე

Published on

2019 წლის 6 თვის განმავლობაში, საჯარო მოხელეების ხელფასებზე, პრემიებსა და დანამატებზე 735.3 მილიონი ლარი დაიხარჯა. აღნიშნულ ინფორმაციას სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქვეყნებს. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი მკვეთრად აღემატება 2018 წლის 6 თვის განმავლობაში ამავე მიმართულებით დახარჯულ თანხას. უფრო კონკრეტულად, გასული წლის 6 თვეში, ხელფასებზე, პრემიებსა და დანამატებზე დაიხარჯა 687.8 მილიონი ლარი, რაც 47.5 მილიონი ლარით ნაკლებია წლევანდელ მაჩვენებელზე.

აუდიტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, რომ მიმდინარე წლის ორ კვარტალში თანამდებობის პირთა ხელფასებში 507 მილიონი ლარი დაიხარჯა, დანამატის ხარჯმა 106.4 მილიონი ლარი, პრემიის ხარჯმა კი 2.9 მილიონი ლარი შეადგინა. რაც შეეხება შტატგარეშე შრომის ანაზღაურებას, ამაში 111.2 მილიონი ლარი დაიხარჯა.

გარდა ამისა, 2019 წლის 6 თვის განმავლობაში საჯარო მოხელეებმა სამივლინებო ხარჯების დასაფარად 40.7 მილიონი ლარი დახარჯეს.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...