ოპოზიცია TV “პირველის” დამფუძნებლის, ვატო წერეთლის პროკურატურაში დაბარებას დამოუკიდებელ ტელეკომპანიებზე ზეწოლის გაგრძელებად აფასებს. ხელისუფლების ოპონენტების განცხადებით, ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნოდ კრიტიკული მედია სივრცის მოსუფთავებას ცდილობს. „ევროპული საქართველოს“ წევრის, დეპუტატ ელენე ხოშტარიას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილს გააზრებული აქვს,რომ ის ხელისუფლებას კარგავს. დეპუტატის შეფასებით, სწორედ ამიტომ მიმართავს მმართველი გუნდის ლიდერი რეპრესიებს და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვას. ხოშტარიას შეფასებით, დამოუკიდებელი მედიების გაჩუმების მცდელობას, აუცილებლად მოჰყვება მკაცრი რეაქცია. არასაპარლამენტო ოპოზიციის წევრები ამბობენ, რომ ვატო წერეთლის პროკურატურაში დაბარება მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება და ეს მიზანი TV პირველის გაჩუმებაა. „თავისუფალი დემოკრატების“ წევრი, ნინო გოგუაძე ფიქრობს, რომ ეს მცდელობა ბიძინა ივანიშვილს არ გაუვა. “შენების მოძრაობის“ ლიდერი, პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ამბობს, რომ დამოუკიდებელი ტელეკომპანიების სრულ შეზღუდვას მმართველი გუნდი ვერ შეძლებს. უსუფაშვილის შეფასებით, „რუსთავი2“-ის ან TV პირველის დახურვის შემთხვევაში შეიქმნება ახალი თავისუფალი ტელეკომპანიები, თუმცა სამწუხაროა, რომ ქვეყანა ამ დროს კარგავს.
ოპოზიციის თქმით, “რუსთავი2”-ის შემდეგ საფრთხეში TV “პირველია”
სიახლეები
საზოგადოება
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან
აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...
სიახლეები
პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე
დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...
სიახლეები
ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს
ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...
სიახლეები
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...