მთავარისიახლეებისაზოგადოება“გახარია წადი” - სტენსილების მოხატვისთვის ზუგდიდში ახალგაზრდები დააჯარიმეს

“გახარია წადი” – სტენსილების მოხატვისთვის ზუგდიდში ახალგაზრდები დააჯარიმეს

Published on

ახალგაზრდები, რომლებიც ზუგდიდში „გახარია წადი“ სტენსილებს აკრავდნენ, გუშინ დააჯარიმეს. როგორც სამოქალაქო აქტივისტი მარიამ სიჭინავა ამბობს, უთვალთვალებდნენ მას და მის მეგობრებს: „ზედამხედველობამ პირველად თურმე მე2 სკოლასთან შეგვნიშნა. იმის შემდეგ ბევრ სხვა ადგილზე ვიყავით. არავის გავუფრთხილებივართ, ბოლოს გამგეობასთან მოვიდნენ და იქ დაგვიწერეს ოქმი. 500 ლარიანი ადმინისტრაციული გამომიწერეს.15 წუთში ზუგდიდასუფთავების თანამშრომლებმა, პოლიციის უფროსის მოადგილის და მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლების თანხლებით ქალაქის მასშტაბით ყველა წარწერა გააფერადეს.“- უთხრა „ოდიშინიუსს“ მარიამ სიჭინავამ.

მარიამ სიჭინავა დავას სასამართლოში აგრძელებს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის მეორე ნაწილით აქვს ბრალი წაყენებული, რაც ქალაქის იერსახის დამახინჯებას გულისხმობს და ითვალისწინებს 500 ლარიან ჯარიმას, გამეორების შემთხვევაში.

სიახლეები

ახლო აღმოსავლეთში განლაგებული ბაზებიდან აშშ-ს პერსონალის ნაწილი გაჰყავს

REUTERS-ის ინფორმაციით, ამერიკის შეერთებულ შტატებს ახლო აღმოსავლეთში მდებარე რამდენიმე ძირითადი სამხედრო ბაზიდან პერსონალის ნაწილი...

მათიკაშვილი-ირანს ვუსურვებთ მშვიდობას, ირანის საზოგადოებას ვუსურვებთ დამშვიდებას

ჩვენ, რა თქმა უნდა, შეშფოთებით ვუყურებთ იმ მოვლენებს, რომელიც ირანში ვითარდება. ჩვენ ირანს ვუსურვებთ...

აშშ-მ და სომხეთმა ტრამპის მარშრუტის დეტალები გაასაჯაროვეს

13 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოსა და სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს...

18 იანვრამდე ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18 იანვრამდე საქართველოში ცივი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. თბილისში 15-16...