“ამით რუსეთი ცალმხრივი აღიარების ლეგიტიმაციას ცდილობს”- ქეტევან ციხელაშვილი

0
579

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას შორის სოჭში გამართულ შეხვედრას გამოეხმაურა. “ეს არის მორიგი შეხვედრა, ფიგურალური სვლა, რითაც რუსეთი მისი ძალისმიერი პოლიტიკის ლეგიტიმაციას ცდილობს – ცალმხრივი აღიარების, რომელმაც საერთაშორისო თანამეგობრობაში ვერანაირი მხარდაჭერა ვერ ჰპოვა “- განაცხადა მინისტრმა.

ციხელაშვილის თქმით, ნებისმიერი ასეთი შეხვედრა, კიდევ უფრო უწყობს ხელს რუსეთის გავლენის განმტკიცებას.

„ალბათ, გასაკვირი არ არის, რომ ეს ხდება ამ დღეებში, მითუფრო, მოგეხსენებათ, ასევე ჩანიშნულია ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში და მგონია, რომ ეს სვლა ამ ე.წ. არჩევნებთან იყო დაკავშირებული. ჩვენ მოვისმინეთ პუტინის მოწოდებებიც, რომ თითქოს ეს პროცესი დემოკრატიულად უნდა ჩატარდეს და სტაბილურობას შეუწყოს ხელი.

მე ვფიქრობ საკითხები, რომლებიც იქ იქნა განხილული, ერთგვარი ე.წ. წინასაარჩევნო სვლაც იყო. თუმცა, ნებისმიერი ასეთი შეხვედრა, ბუნებრივია, კიდევ უფრო უწყობს ხელს რუსეთის გავლენის განმტკიცებას. კიდევ უფრო მეტი წინაპირობა და პირობა არის დაყენებული რუსეთის მხრიდან და მეტი ზეგავლენა და კონტროლი მყარდება მთლიანად ოკუპირებულ ტერიტორიაზე, რაც, რა თქმა უნდა, მძიმე რეალობაა და მათ შორის, მძიმეა იქ მაცხოვრებელი ადამიანებისა და საზოგადოებისათვის“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა

წინა სტატია2020 წელს აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებს ახალი მოდელით ჩააბარებენ
შემდეგი სტატიაგადაცემა თეზისი გადაცემის სტუმარია პოეტი გირგი შონია. ვსაუბრობთ ზუგდიდის ხელოვნების ფესტივალზე F5 [Video]
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური