Published on

აგვისტოს ომში დაღუპული ზუგდიდელი კაპრალის სერგეი გოროზიას დედას სკეიტ-პარკში დადგმული 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალი არ მოსწონს. მზია გოროზიამ “ოდიშინიუსს” განუცხადა, რომ ხვალ, მემორიალის გახსნაზე ოფიციალურადაა მოწვეული, სადაც საჯაროდ დააფიქსირებს საკუთარ აზრს და იტყვის, თუ რატომ არის შეურაცხმყოფელი ეს მემორიალი მეომრებისთვის.

რაც შეეხება ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიას, აცხადებენ, რომ მათთვის მოულოდნელია მზია გოროზიას პრეტენზიები, რადგან მის შენიშვნებზე შეთანხმება რამდენიმე დღის წინ შედგა.

აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალისთვის მერიამ 14 ათას 984 ლარი დახარჯა.მემორიალის ოფიციალური გახსნა ხვალაა დაგეგმილი.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...