მთავარისიახლეებიკონფლიქტები"დღეს უფრო მეტი საფრთხე გვემუქრება საქართველოდან, ვიდრე სააკაშვილის დროს"- გალის დე-ფაქტო ხელმძღვანელი

“დღეს უფრო მეტი საფრთხე გვემუქრება საქართველოდან, ვიდრე სააკაშვილის დროს”- გალის დე-ფაქტო ხელმძღვანელი

Published on

“რია-ნოვოსტის” ინფორმაციით, გალის დე-ფაქტო ხელმძღვანელი თემურ ნადარაია მიიჩნევს, რომ აფხაზეთს დღეს საქართველოდან უფრო მეტი საფრთხე ემუქრება, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის დროს.

„საქართველოს მთავრობა ბოლო დროს უხეშ ძალას არ იყენებს, მაგრამ აქტიურ ბრძოლას აწარმოებს საინფორმაციო სივრცეში, ადამიანების გონებაზე ზემოქმედებას ცდილობს, თუნდ აბიტურიენტების მისამხრობად. გამოდის, რომ დღეს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა უფრო მოქნილია. მაგრამ რეალურად საფრთხეები, რომელიც საქართველოსგან მომდინარეობს, არანაკლებია, ვიდრე სააკაშვილის დროს“, – განაცხადა ნადარაიამ.

ამას გარდა, თემურ ნადარაიამ განაცხადა, რომ ივნისში, თბილისში მომხდარი ცნობილი მოვლენების შემდეგ, „აფხაზეთმა საქართველოსთან საზღვარი ორი დღით მთლიანად ჩაკეტა, შემდეგ კი გახსნა ქალების, ბავშვებისა და მოხუცებისთვის“.

„აკრძალვა ძალაში რჩება მხოლოდ მამაკაცებისთვის, 18-დან 60 წლამდე, რომ მათ ნაკლებად მიიღონ მონაწილეობა ანტიაფხაზურ და ანტირუსულ მიტინგებში, საქართველოში გამართულ აქციებში“, – დასძინა გალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელმა.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...