მთავარისიახლეებიპოლიტიკასაარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი შეხვედრას დღეს გამართავს

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი შეხვედრას დღეს გამართავს

Published on

საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი დღეს მორიგ შეხვედრას გამართავს. 

საარჩევნო კანონმდებლობის ძირითადი რეფორმა 2020 წლიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას უკავშირდება. მსჯელობის საგანია პარტიების დაფინანსების და მისი გამჭვირვალობის საკითხიც. განხილვის თემაა მათ შორის, უფასო საეთერო დროის განაწილება, ე.წ. სიჩუმის დღისა და საარჩევნო უბნების გარშემო რადიუსის დაცვის საკითხი.

სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მსჯელობა ეუთო/ოდირის-ის მიერ წარმოდგენილი 27 რეკომენდაციის კონტექსტში მიმდინარეობს და როგორც მმართველი გუნდის წევრები აცხადებენ, განხილვა გაიმართება თითოეულ პუნქტთან დაკავშირებით.

სამუშაო ჯგუფმა, რომლის შემადგენლობაშიც პოლიტიკური პარტიების, ხელისუფლების ორგანოებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საერთაშორისო პარტნიორები შედიან, მუშაობა მიმდინარე წლის ივნისში დაიწყო.

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...