მთავარისიახლეებისაზოგადოება"მთავარი თარიღი იქნება 20 სექტემბერი, ქუდზე კაცს გამოვიყვანთ"- გიგა მაქარაშვილი

“მთავარი თარიღი იქნება 20 სექტემბერი, ქუდზე კაცს გამოვიყვანთ”- გიგა მაქარაშვილი

Published on

მთავარი თარიღი იქნება 20 სექტემბერი, თუ მანამდე გაქაჩა ამ მთავრობამ გახარიას ზურგით თრევა, მერე უბრალოდ მოუწევს ხელიდან გაშვება, – ამის შესახებ პარლამენტის წინ მიმდინარე აქციის ორგანიზატორმა, სამოქალაქო აქტივისტმა გიგა მაქარაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა.

მისი თქმით, 1-2 სექტემბრიდან მასშტაბური აქციის ფორმატზე გადავლენ, ხოლო 20 სექტემბერს „ქუდზე კაცს დაუძახებენ“.

„20 სექტემბერი იქნება 3 თვე გავრილოვის ღამიდან, სამი თვეა „სირცხვილია“, თუმცა მანამდე იქნება მთელი რიგი ამბები, მათ შორის რეგიონებში გასვლები. ყველა ქალაქსა და სოფელში ვაპირებთ ჩასვლას, რომ იქ კარდაკარ მივიტანოთ ამბავი. განა ის, რომ რაღაც პოლიტიკური ჯგუფი ვართ, რომელსაც ხმა გვინდა, მოგვცენ. უბრალოდ ჩვენ აქ ვდგავართ ამდენი ხანია, ვიძახით, რომ ამას ვაპროტესტებთ და ეს გვინდა, რომ მოხდეს და ასე ვაპირებთ. ვფიქრობთ, რომ ქალაქი თბილისი, რომელიც ფაქტობრივად, მესამედზე მეტია რაოდენებით მთელ ქვეყნის თუ მეტი არა, საკმარისი არ არის, რომ ქვეყნის მთავარი ამბები გადაწყვიტო. იმიტომ, რომ სულ ეს პრობლემა იყო, შიგნით პატარა ვიწრო წრეში წყდებოდა და მერე უკვე გადაწყვეტილი ამბავი გადიოდა რაიონებში,“ – განაცხადა გიგა მაქარაშვილმა.

სიახლეები

სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის

სახელმწიფო დიუშენის სამკურნალო კიდევ ერთ პრეპარატს იყიდის - როგორც ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა,...

კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა

კობახიძემ მარიამ ქვრივიშვილი ვიცე-პრემიერად დანიშნა."მარიამ ქვრივიშვილს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა, რაც მას დაეხმარება მომავალში...

თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე...

სუს-ი- დაკავებულია პირი, რომელიც ბირთვული მასალა „ურან-238“-ის გაყიდვას 700 000 დოლარად გეგმავდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვისა და სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიების შედეგად,...