მთავარისიახლეებისაზოგადოებაეროსი კიწმარიშვილის ოჯახი რუსთავი2-ის წილებისთვის იბრძოლებს

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი რუსთავი2-ის წილებისთვის იბრძოლებს

Published on

ეროსი კიწმარიშვილის ოჯახი, “რუსთვაი2”-ის წილებისთვის ბრძოლას იწყებს. განცხადება  ტელეკომპანიის დამფუძნებლის მეუღლემ, ია კიწმარიშვილმა გააკეთა, რომელიც ამბობს, რომ კონსულტაციები იურისტებთან უკვე გაიარა და სამართლებრივი ბრძოლა უახლოეს მომავალში დაიწყება.  ეროსი კიწმარიშვილის ოჯახის წევრები და მეგობრები, დღეს, მის საფლავზე შეიკრიბნენ. “რუსთავი2”-ის დამფუძნებელი 55 წლის გახდებოდა. ოჯახის წევრებს, ეროსი კიწმარიშვილის გარდაცვალებიდან 5 წლის შემდეგაც თვითმკვლელობის ვერსიის არ სჯერათ და დარწმუნებულები არიან, რომ საეჭვო ვითარებაში, მომხდარი სასიკვდილო გასროლა, სწორედ “რუსთავი2”-ის საქმეს უკავშირდება.  

“მე რა თქმა უნდა, როგორც ეროსის სამართალმემკვიდრე გავაგრძელებ მის დაწყებულ საქმეს და ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეროსის ღვაწლი, ნიჭი, შრომა არა მხოლოდ “რუსთავი 2”-ის საქმეში, არამედ მთლიანად საქართველოს, თავისუფალი მედიის განვითარებისთვის დახარჯული მისი ეს ენერგია, როგორც მინიმუმ ამით მაინც უნდა დაუბრუნდეს.

მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ეს კარგად ესმის ქიბარ ხალვაშსაც, ეს კარგად ესმის დღევანდელ ხელისუფლებასაც. მე ყველანაირი უფლება მაქვს, როგორც გავიარე კონსულტაცია ჩემს იურისტებთან მოვითხოვო ეროსის წილი, როგორც მის სამართალმემკვიდრემ და მე ამას გავაკეთებ და დაველოდები უკვე ალბათ სასამართლოს გადაწყვეტილებას, მაგრამ ჩემთვის აგრეთვე ძალიან მნიშვნელოვანი და საინტერესოა თავად ბატონი ქიბარი რას ფიქრობს ამის შესახებ. “რუსთავი 2”-ის 100% დაუბრუნდა ქიბარ ხალვაშს. მე პირველ რიგში, ვულოცავ მას ამ გადაწყვეტილებას, ალბათ ძალიან გამორჩეული ადამიანი უნდა იყო, რომ შენს სასარგებლოდ, ესე არაფრით, დაუმსახურებლად მიიღო ესეთი საჩუქარი. ყველამ კარგად იცის, რომ ეს ადამიანი შემთხვევით მოხვდა ამ ტელევიზიაში და ყველაფერი, რაც ახლა ხდება, ეს მე პირადად, რაღაც აბსურდის თეატრს მაგონებს“ – განაცხადა ია კიწმარიშვილმა. 

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...