მთავარისიახლეებისაზოგადოება10 აგვისტოდან საქართველოში რკინიგზის თანამშრომლები გაფიცვას აანონსებენ

10 აგვისტოდან საქართველოში რკინიგზის თანამშრომლები გაფიცვას აანონსებენ

Published on

რკინიგზის 4800 თანამშრომელი 10 აგვისტოდან შესაძლოა გაიფიცოს.გაფიცვის მთავარი მიზეზია ხელფასების მომატება. „მთავარი პრობლემა ისაა, რომ 2012 წლის შემდეგ, პირებს, რომელთა ხელფასიც არ აღემატება 1000 ლარს, ანაზღაურება საერთოდ არ მომატებიათ, მიუხედავად არაერთი თხოვნისა. საკმაოდ მძიმე სამუშაოებზე მყოფ პირებს აქვთ 200- 300 ლარის ოდენობის ხელფასი, მაშინ როდესაც ადმინისტრაციაში გაბერილია შტატები“,  -აცხადებს რკინიგზელთა პროფკავშირის თავმჯდომარე ილია ლეჟავა.

რკინიგზელთა მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ მოწოდების პასუხად, განცხადება გაავრცელა “საქართველოს რკინიგზის” ადმინისტრაციამ, რომელშიც ნათქვამია, რომ რკინიგზელთა ახალი პროფკავშირს, რომელიც აერთიანებს 400-მდე წევრს, არ გააჩნია ლეგიტიმაცია სრული კოლექტივის სახელით ისაუბროს და მით უფრო, დააანონსოს გაფიცვები შეუსრულებადი მოთხოვნების საპირისპიროდ.

ამასთან, რკინიგზის განცხადებით, გაფიცვის არავითარი წინაპირობა ამ ეტაპისათვის არ არსებობს, რადგანაც წლების განმავლობაში პირველად ხდება ხელფასების საყოველთაო მატება, – აღნიშნულია საქართველოს რკინიგზის განცხადებაში.

სიახლეები

სასახლის ღობის საქმის სასამართლო პროცესი გადაიდო

სასახლის ღობის საქმეზე დაკავებულების ზურაბ ჭავჭანიძის, ვლადიმერ გველესიანისა და კიდევ 12 პირის საქმის არსებითი...

ხობში ცეცხლსასროლი იარაღით 2 ადამიანი დაჭრეს

ხობში ცეცხლსასროლი იარაღით 2 ადამიანი დაჭრეს. "ფორმულას" ინფორმაციით, ერთი დაჭრილი გიორგი ქორთუაა, მეორე კი...

გახარიას პარტიის კიდევ ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი პოლიტიკიდან წავიდა

"გახარია საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ბექა ლილუაშვილი პოლიტიკიდან მიდის. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა. ლილუიაშვილი...

ტრამპი ვენესუელაზე მეორე დარტყმას არ გამორიცხავს

ვენესუელაზე მეორე სამხედრო დარტყმა შესაძლებელია, თუ ნიკოლას მადუროს დაკავების შემდეგ ხელისუფლების დარჩენილი წევრები ვაშინგტონთან...