მთავარისიახლეებიპოლიტიკანათია თურნავას შინაგანი რწმენით გაზზე ტარიფი არ გაიზრდება

ნათია თურნავას შინაგანი რწმენით გაზზე ტარიფი არ გაიზრდება

Published on

გაზზე ტარიფების ზრდა არ მოხდება; ასეთი შინაგანი რწმენა მაქვს, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის შემდეგ განუცხადა, რითაც უპასუხა ფასების შესაძლო ზრდასთან დაკავშირებით დასმულ კითხვას. მისი თქმით, ამ თვალსაზრისით მოსახლეობას შეუძლია მთავრობას ენდოს.

„ივლისის თვეში წლიური ინფლაციის დონე არის 4,6%, რაც ზომიერი ინფლაციაა. პანიკის საფუძველი არ არსებობს. მინდა მოგიწოდოთ, ნუ შევქმნით ნეგატიურ მოლოდინებს ამასთან დაკავშირებით. არ მოხდება გაზზე ტარიფების ზრდა. მე ასეთი შინაგანი რწმენა მაქვს და ჩემმა შინაგანმა რწმენამ შარშანაც გაამართლა. აქედან გამომდინარე, შარშანაც ახალ წლამდე, მცდელობა და სხვადასხვა განცხადება იყო, რომ გაზის ფასი გაიზრდებოდა და ეს არათუ არ გამართლდა, არამედ გაზის ტარიფები შემცირდა. ასე რომ, შეგიძლიათ სრულიად გვენდოთ ამ თვალსაზრისით,“ – განაცხადა ნათია თურნავამ.

სიახლეები

კვერცხი 7%-ით, ხორცი 3%-ით, ბაღჩეული და ბოსტნეული კი 26,3%-ით გაძვირდა – საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, მაისში წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ სურსათსა...

საბა ჯიქიას, საქმეზე განაჩენი 10 ივლისს გამოცხადდება

"4 წელი მალე გავა, მალე გამოვალ" - ასეთი წარწერა გააკეთა დღეს განაჩენის მოლოდინში მყოფმა...

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის – პავილიონისი

საქართველო პუტინის მარიონეტების მიერ სახელმწიფოს მიტაცებას განიცდის - ამის შესახებ ლიეტუვის პარლამენტის საგარეო საქმეთა...

შეშფოთებულები ვართ პოლიტიკოსების დაპატიმრებებით – მარია ტელალიანი

ეუთოს ყოველწლიურ საპარალამენტო ასამბლეაზე, ეუთო/ოდირის დირექტორმა, მარია ტელალიანიმ საქართველოს შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ორგანიზაცია...