მთავარისიახლეებიპოლიტიკაისრაელში საქართველოს ელჩად ლაშა ჟვანია დაინიშნა

ისრაელში საქართველოს ელჩად ლაშა ჟვანია დაინიშნა

Published on

ისრაელში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი, ლაშა ჟვანია დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ლაშა ჟვანიას აქვს მდიდარი დიპლომატიური გამოცდილება.

“1995 წლიდან მოყოლებული სხვადასხვა პოზიციებზე საქმიანობდა საქართველოს დიპლომატიურ სამსახურში, მათ შორის 2004 წელს გახლდათ საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილე, შორის 2005-2008 წლებში ისრაელის სახელმწიფოში და კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. ადრეულ წლებში დიპლომატიურ სამსახურში იგი საქმიანობდა საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის სამხრეთ და აღმოსავლეთ აზიის სამმართველოს მესამე მდივნად, ასევე გახლდათ აფრიკის, ავსტრალიისა და ოკეანეთის ქვეყნების სამმართველოს მესამე მდივანი და დსთ-ს ქვეყნების დეპარტამენტის მრავალმხრივი ურთიერთობების სამმართველოს მეორე მდივნად, ასევე ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოში პირველი მდივანი შემდეგ კი კონსული.

„ლაშა ჟვანიას აქვს სახელმწიფო სტრუქტურებში მუშაობის მდიდარი გამოცდილება. 2018 წლის დეკემბრიდან 2019 წლის მაისამდე მუშაობდა საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსად. 2008-2009 წლებში გახლდათ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრი, 2002-2003 წლებში გახლდათ საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილე, 2002-2003 წლებში ანტიკორუფციული საბჭოს წევრი. 2008 წელს გახლდათ საქართველოს პარლამენტის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე.

2009-2018 წლებში იყო საკონსულტაციო და ინვესტიციების მართვის კომპანია Global Uni Group, დამფუძნებელი.

2010 წლიდან დღემდე არის სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორეს კულტურის, მეცნიერებისა და სულიერების აღორძინებისა და განვითარების საერთაშორისო ფონდის მთავარი მენეჯერი.

2004 წელს მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

სიახლეები

რუსი ოფიცრის აფეთქებას აღიარებს, მაგრამ არ ნანობს – ვინ არის მარგარიტა რეუტი?

სევასტოპოლში რუსი ოფიცრის აფეთქების საქმეზე დაკავებული მარგარიტა რეუტი, ჩადენილს აღიარებს, მაგრამ არ ნანობს. სევასტოპოლში აფეთქების...

როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა, ზოგან ძლიერი, აღმოსავლეთ საქართველოს...

როგორ აშიშვლებს საწვავის კრიზისი „ნაცრისფერ სქემებსა“ და დიპლომატიურ პარადოქსებს

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საწვავის ბაზარი კოლაფსის ზღვარზე ბალანსირებს და კრიზისიდან გამოსავლის ძიებაში რეგიონები...

ბაღიდან გათავისუფლებული ხათუნა გოგუა ზუგდიდის მერს ღია წერილით მიმართავს

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირის („წითელქუდას“) საბავშვო ბაღის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ხათუნა გოგუა 2026 წლის...