“ნიკა გვარამია ბიძინა ივანიშვილის სამიზნეა”- ზაალ უდუმაშვილი

0
401

“რუსთავი 2”-ის ყოფილი დირექტორის, ნიკა გვარამიას დაკავებას არ გამორიცხავს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი ზაალ უდუმაშვილი.

„ამ ხელისუფლების პირობებში არაფერს გამოვრიცხავ. ბუნებრივია, ახლა ივანიშვილს შურისძიება სურს, რადგან ნიკა გვარამიამ მოსვენება არ მისცა მას მთელი 7 წლის განმავლობაში. ასე რომ, არაფერია გამორიცხული.

ყველა ხვდება, რომ არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რა მუხლს წაუყენებენ ნიკა გვარამიას. ეს არის პირდაპირ პოლიტიკური დევნა იმ ადამიანის, რომელიც მთელი 7 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე აქტიური ფიგურა იყო საქართველოში, რომელიც იბრძოდა, იბრძვის და დარწმუნებული ვარ განაგრძობს ბრძოლას ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ. ეს არის ერთადერთი მოტივი, რის გამოც ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა ნიკა გვარამიას დასჯა. ეს არის პირდაპირი განაცხადი, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დიქტატურა მყარდება, რადგან ვხედავთ, როგორ განვითარდა მოვლენები ბოლო ერთი თვის განმავლობაში. პოლიტიკოსების ნაწილი ციხეშია, ნაწილი სამაჯურით სახლშია გამოკეტილი, დაახლოებით, 20-მდე სრულიად აპოლიტიკური ადამიანი, რომელიც რუსულ ოკუპაციას აპროტესტებდა რუსთაველზე, ციხეში გამოკეტეს”, – განაცხადა უდუმაშვილმა.

წინა სტატიანიკა გვარამიას დაკითხვას აქიმიძე და დვალი პოლიტიკურ ანგარიშსწორებად მიიჩნევენ
შემდეგი სტატიაამ წუთებში სასამართლოში ნიკა გვარამია იკითხება
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური