გალის რაიონის სოფელ საბერიოში 2019 წლის 23 ივლისს აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმისა და რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის სასაზღვრო ძალების წარმომადგენლებმა, დააკავეს 1968 წელს დაბადებული, საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე კაპანაძე. საოკუპაციო რეჟიმის გალის სასამართლომ კაპანაძეს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მას საოკუპაციო რეჟიმი ე. წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უკანონო დაკავების ფაქტს ადასტურებენ, უწყების ინფორმაციით, მოქალაქე კაპანაძე დაკავებულია ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია. მიმდინარეობს მუშაობა მის გასათავისუფლებლად.
საბერიოში დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს პატიმრობა მიუსაჯეს
სიახლეები
კონფლიქტები
ისრაელის საჰაერო დარტყმების შემდეგ თეირანში “დაღამდა” და “ნავთობის წვიმასაც” ელოდებიან
აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა ირანის სანაპიროსთან ახლოს ატომური ავიამზიდები განათავსეს. ისრაელი ჰაერიდან იერიშებს...
კონფლიქტები
ირანს ახალი სულიერი ლიდერი ჰყავს, ვინაობა არ სახელდება
ირანის სასულიერო პირთა ექსპერტთა ასამბლეამ ქვეყნის ახალი უზენაესი ლიდერი აარჩია, თუმცა არჩეული პირის ვინაობა ჯერჯერობით...
პოლიტიკა
რა თქმა უნდა, ბიძინას ნაკლი არა აქვს, რომ არ მჯეროდეს, ამდენ ბულინგს ვერ გავუძლებდი – შალვა რამიშვილი
"ქართული ოცნების" პროპაგანდისტი, ქრთამის მიცემისა და გარყვნილი ქმედებისთვის მსჯავრდებული, "პოს ტვ"-ს ერთ-ერთი ხელმძღვანელი და...
საზოგადოება
გორში იარაღით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს – “ქართლის ამბები”
გორში, სოფელ სვენეთში, იარაღიდან გასროლით ძაღლი მოკლეს და მდინარეში ჩააგდეს - ინფორმაციას ადგილობრივი მედია...