ბოლო დარტყმა მომაყენეთ ხუსეინ მაჩალიკაშვილის პოლიტიკურად ციხეში გამოკეტვით – მალხაზ მაჩალიკაშვილი

0
493

მალხაზ მაჩალიკაშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს,სადაც ის ხელისუფლებას დანაშაულის აღიარებისკენ მოუწოდებს. „ვეცდები, ჩემს გვერდიდან გამოგეხმაუროთ და მოკლედ აგიხსნათ იმ ადამიანებს, ვინც ლაფს მასხავთ რაღაც გროშების გამო, თქვენივე ღირსების შელახვით და თქვენივე თავზე ლაფის დასხმით, მე თქვენს მოსამართლედ არ გამოვდგები, თქვენ ყოვლის შემძლე გაგასამართლებთ თქვენს მოდგმასთან ერთად, თქვენს სიბინძურეს და კლავიატურობას, არასწორი ინფორმაციების გაშუქებას – ამაზე ერთ დღეს პასუხს აგებთ. ამ წელიწადნახევრის განმავლობაში არაფრის გამო ჯოჯოხეთად მიქციეთ ყოფა და ცხოვრება. ერთი ადამიანი არ გამოჩნდით აგეღიარებინათ დანაშაული და იძულებულს მხდით ივანიშვილიდან დაწყებული მთელი მაღალი რანგი ამ ხელისუფლებაში ვლანძღო კუთხეში მიმწყდეულმა. არაბიც, სპარსიც და შაჰიც, პუტინიც მე ვყოფილვარ – ყველა ზიანის საქართველოსთვის მომტანი მთელი ისტორის განმავლობაში. რას ვითხოვ, ჩაიდინეთ დანაშაული? აღიარეთ! არავის გავლანძავ და არავის დავემუქრები ტროლებო. საბოლოოდ ამ ყველაფრის მიუხედავად, რაც გაქვთ სახელმწიფოს დონის დანაშაული ის ვერ მოგინელებიათ და ბოლომდის ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება გადაწყვიტეთ, რომ არ გაირკვეს სიმართლე და გამაჩუმოთ. ბოლო დარტყმა მომაყენეთ ხუსეინ მაჩალიკაშვილის პოლიტიკურად ციხეში გამოკეტვით. ეს მეორე შვილია ჩემი“, – აცხადებს მაჩალიკაშვილი და მოითხოვს, რომ ის ან მისი მეუღლე ბიძინა ივანიშვილსშეახვედრონ.

წინა სტატია“ერთს, ორს, სამს, ლიცენზიას ჩამოართმევ, ჯარიმას მიარჭობ, თუ საჭიროა ციხეში ჩასვამ”- ლევან ვასაძე ბიძინა ივანიშვილს მედიის გაკონტროლებისკენ მოუწოდებს
შემდეგი სტატიადამატებითი სამხედრო ბაზა დავით-გარეჯში და ბლოკირებული გზა ტაძრამდე – ანტისაოკუპაციო მოძრაობა ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური