მთავარისიახლეებიეკონომიკარომან კაკულია ლარის კურსის ვარდნას ,,პარლამენტზე მიტანილი შტურმით'' ხსნის

რომან კაკულია ლარის კურსის ვარდნას ,,პარლამენტზე მიტანილი შტურმით” ხსნის

Published on

,,ძალიან სამწუხაროა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის სურვილი გააჩნიათ ისეთ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ტოლობის ნიშანს არ სვამენ პარლამენტზე მიტანილ შტურმსა და ეკონომიკისათვის მიყენებულ ზარალს შორის.” – განაცხადა ,,ქართული ოცნების” დეპუტატმა რომან კაკულიამ, რაც მოულოდნელი აღმოჩნდა ბევრისთვის, ვინც ბოლოდროინდელი მისი ქმედებების შემდეგ ირწმუნა, რომ იგი როგორც თანაგუნდელებთან, ისე ოპოზიციურ ძალებთან ჯანსაღი ოპონირების გზას დაადგა.

რომან კაკულია კვლავ გათელილ გზას დაუბრუნდა და იმ ადამიანებს შეუერთდა, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე ნეგატიურ პროცესებში ხელისუფლებას კი არა, ოპოზიციას ადანაშაულებს.

,, ადამიანების ის ნაწილი, ვისაც მშვიდობიანი პროტესტი სურდა, დღესაც აგრძელებს ამ პროტესტს და არავინ არ ცდილობს შეჭრას პარლამენტში, ხოლო ის ნაწილი, რომელიც ამას ცდილობდა თავის დროზე და მათი ორგანიზატორები, მიჩნდება ეჭვი, როდესაც მათი ლიდერების კომენტარებს ვისმენ, რომ ეს იყო აბსოლუტურად მიზანმიმართული პროცესი არამარტო პარლამენტის შეტევაზე ორიენტირებული, არამედ გრძელვადიანი გათვლა იმასთან დაკავშირებით, რომ ეკონომიკაც მიიღებდა იმ ზარალს, რომელსაც ახლა ვხედავთ ჩვენ და რაც ყველაზე სამწუხაროა, კვლავ მახსენდება ის ფორმულა, რომელიც ჰქონდა ყოფილ ხელისუფლებას- ხელისუფლებაში მოსვლა ნებისმიერ ფასად და ეს ფასი ამ წუთას ჩვენ გადავიხადეთ ლარის კურსთან დაკავშირებული ძალიან მძიმე რყევებით”- აცხადებს იგი.

რომან კაკულია კი ყორნის გათეთრებას ცდილობს და როგორც მეგრელები ვიტყვით, ხელისუფლებას რძით ბანს. სხვას ვერაფერს იტყვი მის განცხადებაზე: ,,განსაკუთრებულად სამწუხაროა, რომ როდესაც ხელისუფლება ცდილობს გარკვეული ნაბიჯები გადადგას ამ სიტუაციის დასტაბილურების მიზნით, მხოლოდ პოპულიზმით ხდება ამის შეფასება

არადა, ვინ ვინ და რომან კაკულიას , კონიუნქტურის დაძლევა რომ სურდეს და შეეძლოს, ვერავინ ასწავლის რა განაპირობებს სინამდვილეში ლარის ვარდნას .

დღეს ლარმა ახალი ანტირეკორდი დაამყარა – ოფიციალური კურსით ერთი აშშ დოლარი 2.9321 ლარი ღირს, ერთი ევრო კი – 3.2637 ლარი,

სიახლეები

კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან, ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს

საბერძნეთის კუნძულ კრეტაზე, NATO-ს საზღვაო ბაზასთან ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე დააკავეს - ინფორმაციას ადგილობრივი...

9 მარტს, დედაქალაქში სტუდენტების მასშტაბური აქცია დაანონსდა

სტუდენტები და პროფესორები კობახიძის განათლების რეფორმის წინააღმდეგ, 9 მარტს, დიდ აქციაზე გამოდიან. მსვლელობა, მომდევნო...

ნეთანიაჰუ-ეს არ არის უსასრულო ომი – ეს არის ის, რაც მშვიდობის ეპოქას დაამკვიდრებს

ეს არ არის უსასრულო ომი - ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ Fox News-თან...

უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...