რა შეუთვალა მიხეილ სააკაშვილმა ხიხოს

0
545

,,ეს არის ჩვენთვის ტესტი, ვართ თუ არა ერი, ვართ თუ არა თავმოყვარეობა, ღირსება თუ ვართ ერთი ბინძური ოლიგარქის ჩვეულებრივი დასაჩაგრი და გასანადგურებელი. 

მე ვარ მზად საბრძოლველად. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ძალიან ბევრია მზად საბრძოლველად და ჩვენ ვიბრძვით ბოლომდე.” – თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელი ვიდეო მიმართვაში, რომელიც თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა ~ სათაურით ,,ჩემი შეთვლა ხიხოს”

ახლა ის ცდილობს, აგვისტოს ბოლომდე ტელევიზიის საკითხი ბოლომდე “გააიასნოს”, მოწმინდოს მთლიანად პოლიტიკური ველი და ყველაფერი ჩაიგდოს ბოლომდე ხელში და რეიდერული ჩაგდება ქვეყნის დაასრულოს. არ გამოუვა, არ გამოგივა, ხიხო. არ გამოგივა, ბეზპრედელშიკო. შენი მმართველობა ძალიან სწრაფად დასრულდება, ძალიან აჩქარებ მოვლენებს და კარგი, რახან აჩქარებ, გამოწვევა მიღებულია. ჩვენც აგიჩქარებთ, ჩვენც დაგიძაბავთ, ჩვენც მოგხედავთ სათანადო დონეზე. 

ვინც ყვება იმ ზღაპრებს, რომ თურმე რომ ჩვენ ყველა ნორმა უნდა დავიცვათ, კანონის ყველა წესით უნდა ვიმოძრაოთ და ამან ყველაფერი უნდა დაარღვიოს, ის არის აბსოლუტური სულელი და ივანიშვილის სასარგებლო იდიოტი. იმიტომ რომ ყველა დიდი წარმატება დასავლეთში, ევროპულ ცივილიზაციაში, დემოკრატიაში ხდებოდა სწორედ კონკრეტული ადამიანების მიერ არსებული წყობილების წინააღმდეგ კონკრეტული ქმედებებით.

ყველა სამოქალაქო აქტივისტს რომ ეთქვა: “არა, ჩვენ მხოლოდ ტროტუარებზევიმოძრავებთ, ჩვენ ყველა ბრძანებას შევასრულებთ, მათ შორის პოლიციის უკანონო ბრძანებას, ჩვენ ყველაფერს დავემორჩილებით”, პროგრესი არ მოხდებოდა. ამას მხოლოდ ივანიშვილის ხალხი ამტკიცებს. პიროვნებების შეკავშირებით ჩვენ შევძლებთ ამ უბედურების გადალახვას და დაძლევას. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული.  – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

25 ივლისი, 2019

წინა სტატიაფრენების ვაუჩერს არ შეგთავაზებთ – რუსული პასუხი ივანიშვილის სახელმწიფოს გულუხვობაზე თავისი მოსახლეობის ხარჯზე
შემდეგი სტატიადავით დვალი: ,, ხალვაშისგან არაფერს ვიჩუქებთ, ეს ტელევიზია ჩვენ გვეკუთვნის სამართალით და კანონით”
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური