მთავარისიახლეებიპოლიტიკარა შეუთვალა მიხეილ სააკაშვილმა ხიხოს

რა შეუთვალა მიხეილ სააკაშვილმა ხიხოს

Published on

,,ეს არის ჩვენთვის ტესტი, ვართ თუ არა ერი, ვართ თუ არა თავმოყვარეობა, ღირსება თუ ვართ ერთი ბინძური ოლიგარქის ჩვეულებრივი დასაჩაგრი და გასანადგურებელი. 

მე ვარ მზად საბრძოლველად. დარწმუნებული ვარ, საქართველოში ძალიან ბევრია მზად საბრძოლველად და ჩვენ ვიბრძვით ბოლომდე.” – თქვა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელი ვიდეო მიმართვაში, რომელიც თავის ფეისბუქ-გვერდზე გამოაქვეყნა ~ სათაურით ,,ჩემი შეთვლა ხიხოს”

ახლა ის ცდილობს, აგვისტოს ბოლომდე ტელევიზიის საკითხი ბოლომდე “გააიასნოს”, მოწმინდოს მთლიანად პოლიტიკური ველი და ყველაფერი ჩაიგდოს ბოლომდე ხელში და რეიდერული ჩაგდება ქვეყნის დაასრულოს. არ გამოუვა, არ გამოგივა, ხიხო. არ გამოგივა, ბეზპრედელშიკო. შენი მმართველობა ძალიან სწრაფად დასრულდება, ძალიან აჩქარებ მოვლენებს და კარგი, რახან აჩქარებ, გამოწვევა მიღებულია. ჩვენც აგიჩქარებთ, ჩვენც დაგიძაბავთ, ჩვენც მოგხედავთ სათანადო დონეზე. 

ვინც ყვება იმ ზღაპრებს, რომ თურმე რომ ჩვენ ყველა ნორმა უნდა დავიცვათ, კანონის ყველა წესით უნდა ვიმოძრაოთ და ამან ყველაფერი უნდა დაარღვიოს, ის არის აბსოლუტური სულელი და ივანიშვილის სასარგებლო იდიოტი. იმიტომ რომ ყველა დიდი წარმატება დასავლეთში, ევროპულ ცივილიზაციაში, დემოკრატიაში ხდებოდა სწორედ კონკრეტული ადამიანების მიერ არსებული წყობილების წინააღმდეგ კონკრეტული ქმედებებით.

ყველა სამოქალაქო აქტივისტს რომ ეთქვა: “არა, ჩვენ მხოლოდ ტროტუარებზევიმოძრავებთ, ჩვენ ყველა ბრძანებას შევასრულებთ, მათ შორის პოლიციის უკანონო ბრძანებას, ჩვენ ყველაფერს დავემორჩილებით”, პროგრესი არ მოხდებოდა. ამას მხოლოდ ივანიშვილის ხალხი ამტკიცებს. პიროვნებების შეკავშირებით ჩვენ შევძლებთ ამ უბედურების გადალახვას და დაძლევას. ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. ” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

25 ივლისი, 2019

სიახლეები

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან

აბუ-დაბიში დაკავებული მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან - ინფორმაციას ჟურნალისტი არიელ ჰელვანი...

პაპუაშვილი-დღეს ევროკავშირი გადართულია საქართველოს დაზიანების კურსზე

დღეს ბრიუსელი ცდილობს რომ დააზიანოს საქართველო ყველანაირად - ეკონომიკურად, პოლიტიკურად, სოციალურად დააზიანოს ქართველი ხალხი,...

ევროკავშირი შავი ზღვის უსაფრთხოების ჰაბის შესაქმნელად 50 მლნ ევროს გამოყოფს

ევროკავშირი სამოქალაქო გემებზე თავდასხმების გახშირების ფონზე, რუმინეთ-ბულგარეთის ერთობლივი შავი ზღვის საზღვაო უსაფრთხოების ჰაბის შექმნის...

ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა

ჟურნალისტ გურამ როგავაზე 2024 წლის საპროტესტო აქციაზე თავდასხმაში ბრალდებულ სპეცრაზმელს, გურამ კირკიტაძეს, 5-წლიანი პატიმრობა...