დავით დვალი: ,, ხალვაშისგან არაფერს ვიჩუქებთ, ეს ტელევიზია ჩვენ გვეკუთვნის სამართალით და კანონით”

0
492

ჩვენი პოზიცია არის ასეთი – ჩვენ ვთვლით დაუშვებლად რუსთავი ორის, როგორც თავისუფალი სიტყვის ფლაგმანის გაჩუმებას. – განაცხადა რუსთავი 2-ის დამფუძნებლებელმა დავით დვალმა დღეს პარლამენტში, ოპოზიცონერ დეპუტატებთან შეხვედრისას. 


,, ეს არის უკიდურესად კრიტიკული ტელევიზია, რომელიც ახლა ჰაერივით სჭირდება ქვეყანას, ძალიან მნიშვნელოვანია, უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში შენარჩუნდეს თავისუფალი სიტყვა, მითუმეტეს, ისეთი მძლავრი ორგანიზაციის სახელით, როგორიც არის რუსთავი 2, როგორც თავისუფალი სიტყვის ფლაგმანი რუსთავი 2-ის საინფორმაციო კურსის შეცვლა იქნება ქვეყნისთვის ძალიან დიდი დარტყმა.

როცა მე, ჯარჯი და ეროსი ტელევიზიას ვაარსებდით, ძალიან მკაფიო ფასეულობები გვქონდა მაშინაც და დღესაც. ჩვენ გვინდა ჩვენი ქვეყნისთვის დასავლური ცილიზაცია, თავისუფალი საზოგადოებით, მდიდარი, დემორატიული, სამართლიანი სისტემით , მაგრამ ჩვენი ღრმა რწმენით ქვეყანა სულ სხვა მიმართულებით მიდის, და არა იქით, საითაც სასურველი იყო.

ჩვენ გვინდოდა, გვესახებოდა, რომ იქნებოდა მეტი დემოკრატია, მეტი თავისუფლება, მეტი დასავლეთი, მეტი დასავლური ფასეულობა ქვეყანაში, სამწუხაროდ, ამას ვერ ვხედავთ. სამაგიეროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ პირიქით, ხდება ბრძოლა თავისუფალ სიტყვასთან, ძლიერდება ეს ბრძოლა, ხდება ბრძოლა დასავლურ ფასეულობებთან და ჩვენ ეს ძალიან გვაშფოთებს.- განაცხადა დავით დვალმა.

მან უპასუხა დეპუტატების შეკითხვასაც, ელის და მიიღებენ თუ არა ის და და აქიმიძე ხალვაშისგან რაიმე შემოთავაზებას

,,რაც არ უნდა მისაღები წინადადება იყოს, არ გვჯერა, მაგრამ ჰიპოთეტურად ვამბობთ, ჩვენ პრინციპულად წინააღმდეგი ვართ ხალვაშისგან საჩუქრის მიღების ანუ იმის, რომ ჩვენ ვიღაცამ გვიბოძა, არ ვიცი, შევეცოდეთ თუ დამსახურებულად ჩათვალა… ჩვენ კატეგორიულად ვთვლით, რომ ეს არის ჩვენი ტელევიზია. ჩვენ 10 წელი ვაკეთეთ და მართლა ნულიდან დავიწყეთ: სახლიდან მოტანილი ტელევიზორით, სახლიდან მოტანილი ვიდეომაგნიტოფონით, ჩვენ იქ ვცხოვრობდით, დღე-ღამეს ვასწორებდით, რომ ეს ტელევიზია რაღაც სტანდარტამდე მიგვეყვანა და ჩვენ ვთვლით, რომ რაც შევძელით, მაქსიმალური გავაკეთეთ. კარგი გვინდოდა, გამოგვსვლოდა.

ჩვენ ვთვლით, რომ ეს ტელევიზია უხეშად წაგვართვეს და ჩვენ გვინდა, ხელისუფლებამ, რომელიც მობრძანდა დაპირებით, რომ სამართალს აღადგენდა, ნება იბოძოს და დადოს დასკვნა თემაზე, ეს ტელევიზია სამართლიანად წაიღეს ჩვენგან თუ არა.

ჩვენ არ ვითხოვთ პროკურატურისგან, რომ არიქა, მოგვანიჭეთ ჩვენ ეს ტელევიზია, არა, ჩვენ ვითხოვთ პასუხს. თუ პროკურატურა ჩათვლის, რომ არ გვეკუთვნოდა და თურმე სამართლიანად წაუღიათ, ეგ მაინც ითქვას. დუმილი 7 წლის განმავლობაში არის სრულიად აუტანელი და დაცინვაა იმ ხელისუფლებისგან, რომელიც სამართლიანობის აღდგენის დროშას აფრიალებდა. ისევ ვიძახით, მადლობა საჩუქრისთვის, მაგრამ ჩვენ საჩუქარი არ გვინდა, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ტელევიზია ჩვენ გვეკუთვნის სამართალით და კანონით – განაცხადა დავით დვალმა

დვალმა პასუხი გასცა კითხვას ნებით დათმო თუ არა რუსთავი 2 . მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ მასა და ჯარჯი აქიმიძეს, 2004 წელს რუსთავი 2-ის წილები ზეწოლის შედეგად დაათმობინეს, თუმცა   თავი აარიდა პასუხს კითხვაზე რა თანხა მიიღო რუსთავი 2 – ის დათმობისათვის

,,საერთოდ არ ვითვლი, რამდენი გადამიხადეს. მე ვიძახი, რომ მე [რუსთავი 2] გამაყიდინეს ჩემი ნების საწინააღმდეგოდ. მორჩა

წინა სტატიარა შეუთვალა მიხეილ სააკაშვილმა ხიხოს
შემდეგი სტატიაპრეზიდენტს ატამი აქვს დასაკრეფი და არც დრო აქვს და არც სურვილი, დაინტერესდეს ხაზარაძისა და “რუსთავი 2”-ის გარშემო მიმდინარე საკითხებით
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური