მთავარისიახლეებისამართალიმკვლელობა თუ უბედური შემთხვევა? - რა მოხდა წუხელ თბილისში, გურამიშვილის პროსპექტზე

მკვლელობა თუ უბედური შემთხვევა? – რა მოხდა წუხელ თბილისში, გურამიშვილის პროსპექტზე

Published on

წუხელ თბილისში, გურამიშვილის გამზირზე, ერთერთ საცხოვრებელ კორპუსში ორი ახალგაზრდის ცხედარი იპოვეს, უფრო ზუსტად, ერთ-ერთის მამამ იპოვა. ბიჭებს ცეცხლსასროლი იარაღიდან მიყენებული ჭრილობები აღენიშნებათ. ერთ ერთ მათგანს ტყვია შუბლში აქვს ნასროლი.

მოკლულები შალვა ტყემალაძე და გურამ კოღუა არიან. ოჯახის ახლობლების თქმით, ისინი უახლოესი მეგობრები იყვნენ.

20 წლის შაკო ტყემალაძე, “მისტერ ვალენტინი” 2014-ის თორნიკე ტყემალაძის ძმაა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მეზობლებს გასროლის ხმა არ გაუგიათ, ამიტომ არსებობს ვარაუდი, რომ მკვლელი მაყუჩიანი იარაღიდან ისროდა. 
“ნიუპოსტის” ინფორმაციით, მკვლელობაში ბრალდებული სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა. ამ წუთებში კი მისი იდენტიფიცირება მიმდინარეობს.

ამ ეტაპზე ადგილობრივები მომხდარის ორ ვერსიაზე საუბრობენ. ერთ-ერთის მიხედვით, ახალგაზრდები უცნობმა პირმა მაყუჩიანი იარაღით დახოცა და ტერიტორია კორპუსის უკანა ეზოდს გავლით დატოვა. შემთხვევის ადგილზე, საცხოვრებელი სახლიდან ლიფტის მიმართულებით, სისხლის კვალია.

მეორე ვერსიით კი, ბინაში მყოფი ორი ბიჭიდან იარაღი ერთ-ერთს გაუვარდა, მეგობრის გარდაცვალების შემდეგ კი ბიჭმა თავი მოიკლა. აღსანიშმავია, რომ სამართალდამცავებს მკვლელობის იარაღი შემთხვევის ადგილზე დახვდათ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს.შს სამინისტროში ამ ეტაპზე სხვა დეტალებზე არ საუბრობენ.

სიახლეები

გია ვოლსკი: კობახიძე წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება

"თავის მართლება აქ საჭირო არაა, ზუსტად ამიტომაა პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება...

კობახიძე უნდა გადადგეს – მამა დოროთე

კობახიძე და მთელი ოცნება აგვირგვინებს ქვეყნის ღალატს - ასე ეხმაურება არქიმანდრიტი დოროთე ირაკლი კობახიძის...

უკრაინა EU-სგან 2.3 მილიარდ ევროს მიიღებს

უკრაინის დახმარების მექანიზმის ფარგლებში ქვეყანა ევროკავშირისგან 2.3 მილიარდი ევროს ოდენობის მეექვსე ტრანშს მიიღებს. "ეს დაფინანსება,...

ხოშტარია- მახსოვს ყველა „ქოცის“ ცინიკური სახე, გახარიას გაღმერთება, თვალდათხრილი ადამიანების შეურაცხყოფა, გუშინ კი ვნახე, როგორ იზეიმა სიმართლემ

სისტემა მხილებულია, პოლიტიკური გუნდი კი, დადანაშაულებული ყველაზე მაღალ სამართლებრივ დონეზე - ასე ეხმაურება პარტია...