მთავარისიახლეებიპოლიტიკახაზარაძემ და ჯაფარიძემ მათზე უსამართლო თავდასხმების გამო ბანკის დაზარალების შესაკავებლად...

ხაზარაძემ და ჯაფარიძემ მათზე უსამართლო თავდასხმების გამო ბანკის დაზარალების შესაკავებლად უკვე მეორედ დატოვეს დაკავებული თანამდებობები

Published on

დილიდან ლონდონის ბირჟაზე “თიბისის” აქციების გაუფასურება გაგრძელდა და მხოლოდ ორ საათში პროცენტნახევრიანი ვარდნა დაფიქსირდა. ხელისუფლების შტურმმა ბანკზე გუშინ აქციების ფასი 12%-თ დააგდო და ეს პროცესი დღესაც გრძელდება.

ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური თამაში და ანგარიშსწორება თიბისი აქციონერებს უკვე 130 მილიონი დაუჯდათ. “თიბისი” მარტო არ არის. გუშინ მამუკა ხაზარაძისათვის წარდგენილი ბრალის შემდეგ, ლონდონის ბირჟაზე სხვა ქართული კომპანიების აქციების ფასიც დაეცა.

ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე ღამით იძულებული გახდნენ განცხადება გაევრცელებინათ და ეთქვა, რომ ბანკის ჯგუფს ტოვებენ.

“ეს არის მიზანმიმართული ქმედება საერთაშორისო ინვესტორების და ჩვენი ქვეყნის ფინანსური სტაბილურობის წინააღმდეგ. აქვე მინდა შეგახსენოთ, რომ 24 ივნისს ლონდონში ჩვენმა აქციონერებმა მე და ბადრი ხმათა 98%-ით თავიდან აგვირჩიესბანკის თავმჯდომარედ და მის მოადგილედ. თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ არ დასრულდა უსამართლო თავდასხმები ჩვენზე და ამის გამო ზარალდებიან ბანკი, მისი აქციონერები და თანამშრომლები, ვტოვებთ ბანკში დაკავებულ თანამდებობებს მანამ სანამ არ დასრულდება ეს აბსურდული პროცესი. სიმართლე აუცილებლად გაიმარჯვებს,” – წერს ხაზარაძე.

სიახლეები

“გახარია საქართველოსთვის” და „ლელო-ძლიერი საქართველო“ თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

ორი ოპოზიციური პარტია თვითმართველობის არჩევნების წინ თანამშრომლობაზე შეთანხმდა- “ლელო ძლიერი საქართველოს“ და “გიორგი გახარიას“...

ტრამპი უკრაინის შესაიარაღებლად ახალ “აგრესიულ” გეგმას გამოაცხადებს-Axios

ამერიკული გამოცემა Axios ორ საკითხზე ინფორმირებულ წყაროზე წერს, რომ 14 ივლისს აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ...

ამ ზაფხულს რუსულმა არმიამ მისი ხელმძღვანელობის მოლოდინები ვერ გაამართლა-ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ რუსეთის საზაფხულო იერიშის მცდელობამ არმიის ხელმძღვანელობის მოლოდინები არ...

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა

ქუთაისში, ავტოსაგზაო შემთხვევას 2 ადამიანი ემსხვერპლა. ორი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთო მანქანას შეეჯახა, რის...