მთავარისიახლეებიპოლიტიკაივანიშვილი ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩაშლას და ფინანსური პოლიტიკური ალტერნატივის განადგურებას ცდილობს -...

ივანიშვილი ანაკლიის პორტის მშენებლობის ჩაშლას და ფინანსური პოლიტიკური ალტერნატივის განადგურებას ცდილობს – აცხადებენ ოპოზიციაში

Published on

ხაზარაძე-ჯაფარიძის საქმე – ოპოზიცია თვლის, რომ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგ ბრძოლა მათ პოლიტიკურ განეიტრალებას ემსახურება. „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი მიიჩნევს, რომ ხაზარაძისა და ჯაფარიძის დაკავებით, ივანიშვილი ალტერნატიულ ფინანსურ ცენტრს გაანადგურებს.

„ივანიშვილს მიაჩნია, რომ ის ხელისუფლებას შეინარჩუნებს ხანგრძლივად ქვეყანაში, თუ შეძლებს ფინანსური პოლიტიკური ალტერნატივის განადგურებას. მეორე ასპექტი, რაც ხაზარაძის დევნას უკავშირდება, ეს არის ანაკლიის პორტის პროექტის მშენებლობის ჩაშლა. ახლა, როცა ძალიან დიდი ფინანსური ზიანი მიიღო “TBC ბანკმა” წარმოუდგენელია ანაკლიის პროექტმა ახლა შეძლოს იმ თანხების მოზიდვა, რომელიც აუცილებელია პროექტის განსახორციელებლად,“- აცხადებს სამადაშვილი.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...