მთავარისიახლეებიპოლიტიკაEuronews საქართველოში შემოდის და ქართულენოვან მაუწყებლობას იწყებს

Euronews საქართველოში შემოდის და ქართულენოვან მაუწყებლობას იწყებს

Published on

Euronews საქართველოში შემოდის და ქართულენოვან მაუწყებლობას იწყბს. 1993 წელს საფრანგეთში დაარსებული და ლიონში ბაზირებული პანევროპული ტელევიზიისა და მედია პლატფორმის პარტნიორი საქართველოში კომპანია სილქნეტი იქნება.

დღეს ხელი მოეწერა დამფუძნებელ მემორანდუმს, სილქნეტის მხრიდან ბორდის თავმჯდომარეს, გიორგი რამიშვილსა და Euronews-ის აღმასრულებელ დირექტორს მიხაელ პეტერსს შორის.

როგორც შეხვედრაზე ითქვა, ევროპული ტელევიზია გამოიყენებს ქართული ფრანშაიზის მიერ დამზადებულ ინფორმაციას და ასევე, მის წარმოებულ სხვადასხვა ევროპული ქვეყნების რედაქციის პროდუქტს. წინასწარი ინფორმაციით, ბალანსი ქართული და უცხოურ მედია კონტენტს შორის 80/20-ზე იქნება.

როგორც Euronews-ის დირექტორმა განაცხადა, მათი მხირდან უზრუნველყოფილი იქნება სარედაქციო პოლიტიკის მკაცრ მიუკერძოებლობა და სრული სარედაქციო თავისუფლება. ამ პროცესის აღსრულებაზე კი პასუხისმგებელი სარედაქციო საბჭო იქნება, რომელმაც უნდა განსაზღვროს არხის ძირითადი მიმართულებები.

წელს Euronews რამდენიმე ევროპული ქვეყნის ბაზარზე შევიდა, მათ შორის, სერბეთში და ალბანეთში. ამ დროისთვის ტელევიზია 14 ენაში მაუწყებლობს, მათ შორის აფრიკის კონტინენტზეც.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...