მთავარისიახლეებიკულტურარატომ ხდება დადიანების მუზეუმით მოამაყე სახელმწიფოს მიერ მუზეუმის ადამიანური რესურსების...

რატომ ხდება დადიანების მუზეუმით მოამაყე სახელმწიფოს მიერ მუზეუმის ადამიანური რესურსების პრობლემების იგნორირება?

Published on

,,ბოლოხანებში ჩემს სტუმრებთან ერთად რამდენჯერმე ვეწვიე დედოფლისეული სასახლის საგამოფენო დარბაზებს ზუგდიდში. ოქროს ფონდმა და ექსპოზიციამ, როგორც ყოველთვის, დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. რამდენიმე ჩამოქცეული დარბაზი რომ სასწრაფო მიხედვას საჭიროებს – ეს ერთი და მთავარი, მაგრამ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო – ტურისტებითა თუ ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული დამთვალიერებლებით მუდმივად დატვირთული საგანძურის მცველებსა და ექსკურსიამძღოლებს 250 და 280 ლარი რომ აქვთ ხელფასი, რომელ მოტივაციასა და ღირსებაზე ბედავთ ამის შემდეგ საერთოდ ლაპარაკს?! წილხვდომილობის დღესასწაულის აღნიშვნაზე მთელი სახელმწიფო და სასულიერო ინსტიტუციების მობილიზებას, აჯობებდა, ღვთისმშობლის კვართისა და უდიდესი მნიშვნელობის ექსპონატთა მცველებისთვის მიგექციათ ყურადღება

P. S. მინისტრყოფილ გიორგაძეს, მიუხედავად არაერთი მცდელობისა, ეს პრობლემები ვერ შეასმინეს. იქნებ ახლა მაინც მოიხედოს ვინმე ღვთისნიერმა ზუგდიდისკენ, და მთავრობაში მყოფმა თუ მთავრობას ჩახუტებულმა ზუგდიდელებმაც ცოტა ხელი რომ გამოიღოთ, ურიგო არ იქნებოდა. ” – ასე გამოეხმაურა მწერალი ზვიად კვარაცხელია მუზეუმის პრობლემებს და მათ შორის მუზეუმის თანამშრომელთა ხელფასების სიმწირეს

მუზეუმში მეთვალყურის ხელფასი 244 ლარია, ექსკურსიამძღოლის 280. ფონდის მცველს კი 330 ლარს უხდიან. დირექტორის მოადგილის ანაზღაურება 400 ლარს შეადგენს, რაც ოდნავადაც არ შეესაბამება მძიმე შრომას, რომელსაც მუზეუმის თანამშრომლები ეწევიან.

წლებია ისინი დაბალი ანაზღაურების გამო ჩივიან და ცდილობენ მიაღწიონ რეაგირებას მათგან, ვისაც ამ პრობლემის გადაჭრა ხელეწიფება. არაერთხელ მიმართეს წერილით კულტურის სამინისტროს, მაგრამ მინისტრები იცვლებოდნენ, მუზეუმის თნამშრომელთა პირობები – არა. დღემდე ამაოდ ელიან პასუხს ისინი განათლების მინისტრ მიხეილ ბატიაშვილისგანაც, რომელსაც 10 იანვარს მიმართეს. ეს პრობლემა სამჯერ გააჟღერა საპარლამენტო ტრიბუნიდან დეპუტატმა ლელა ქებურიამ , მაგრამ რამდენადმე ადეკვატური პასუხი თუ ახსნა – განმარტება იმისა, რატომ არ ხდება ამ ტვირთმძიმე ადამიანების თხოვნაზე რეაგირება, ვერც მან მიიღო.

მუზეუმის თნამშრომლები ამბობენ, რომ მსგავსი პრობლემის წინაშე დგანან მათი კოლეგები სხვა მუზეუმებშიც და ამიტომ აუცილებელია გადაიხედოს ბიუჯეტი ცენტრალურ დონეზეც. ამასთან მუზეუმებსაც გააჩნია – ქვეყანაში ბევრი არ არის მუზეუმი, რომელსაც დადიანების მუზეუმის ტოლი დატვირთვა აქვთ და ამ ოდენობის შემოსავლებიც მოაქვთ. აღდგენა – რესტავრაცია კარგია, მაგრამ სახელმწიფომ, უფრო კონკრეტულად, შესაბამისმა სამინისტრომ, უნდა იზრუნოს ადამიანურ რესურსებზეც.

მათი თქმით, ერთადერთი პასუხი, რაც განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტროს აქვს, არის ის, რომ ინფორმირებულები არიან და საკითხზე მუშაობენ, თუმცა კონკრეტული ნაბიჯები არ ჩანს.

” ხელფასების მომატება დღის წესრიგში დგას. ვფიქრობთ, ეს აუცილებელია, მაგრამ საკითხს ართულებს ის, რომ ეს არ არის მხოლოდ ერთი მუზეუმის პრობლემა, ბიუჯეტი კი ჯერჯერობით მეტის საშუალებას არ იძლევა . ” – ასეთია სტანდარტული პასუხები სამინისტროდან. ასე გადის წლები.

სიახლეები

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო

ეროვნული ბანკის მმართველო საბჭოს წევრის, ნანა ყეინიშვილის წინააღმდეგ ახალი გამოძიება დაიწყო - საქმე სამეწარმეო...

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ მორიგი კრიტიკული რეზოლუცია 445 ხმით 37-ის წინააღმდეგ მიიღო. რეზოლუცია ქართული ოცნების მიერ...

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა

სეს-მა დიდუბის მეტროსთან მდებარე რამდენიმე საზოგადოებრივ კვების ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერა - განცხადებას უწყება...

პროპაგანდისტულმა „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ 2025 წელი ჯამში, 75.97 მილიონი ლარის ზარალით დაასრულეს

"2025 წელი პროსამთავრობო ტელეკომპანიებმა: „იმედმა“, „რუსთავი 2“-მა, POSTV-იმ და „მაესტრომ“ ჯამში, 75.97 მილიონი ლარის...