მთავარისიახლეებისაზოგადოებაჯვარი-მესტიის გზაზე ავტომობილი ხევში გადაიჩეხა. გარდაცვლილია ჩინელი ტურისტი

ჯვარი-მესტიის გზაზე ავტომობილი ხევში გადაიჩეხა. გარდაცვლილია ჩინელი ტურისტი

Published on

ჯვარი-მესტიის ცენტრალურ გზაზე წუხელ, გვიან ღამით ავარია მოხდა. ავტომობილი ლახანის მონაკვეთთან გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდო მიზეზი უამინდობა გახდა.

გარდაცვლილია ჩინელი ტურისტი. როგორც ირკვევა, იგი საქართველოში ერთი თვის წინ ჩამოვიდა და სხვადასხვა რეგიონში მოგზაურობდა. მაშველებმა ცხედარი ხევიდან ღამითვე ამოასვენეს და პროზექტურაშია გადასვენებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...