მთავარისიახლეებიმსოფლიოსამხრეთ კორეის სამხედრო თვითმფრინავმა რუსული სადაზვერვო თვითმფრინავის მიმართ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა

სამხრეთ კორეის სამხედრო თვითმფრინავმა რუსული სადაზვერვო თვითმფრინავის მიმართ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა

Published on

დღეს სამხრეთ კორეის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება იმის შესახებ, რომ მათმა სამხედრო თვითმფრინავმა რუსული სადაზვერვო თვითმფრინავის მიმართ გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელა.

რუსულმა ხომალდმა სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცე ორჯერ გადაკვეთა, რასაც მათი მხრიდან ტყვიამფრქვევის 360 რაუნდის გასროლა მოჰყვა.- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ეს მხოლოდ გამაფრთხილებელი გასროლა იყო, მაგრამ თუ მსგავსი რამ განმეორდება, უფრო მკაცრი ზომები იქნება მიღებული. – დაემუქრა უწყების მაღალჩინოსანი რუსეთს

.მისივე თქმით, ქვეყნის საჰაერო სივრცე სამმა რუსულმა და ორმა ჩინურმა ხომალდმა დაარღვია

რუსეთი სამხრეთ კორეის საჰაერო სივრცის დარღვევას უარყოფს. მათი თქმით რუსული თვითმფრინავები ნეიტრალური წყლების თავზე დაფრინავდნენ. ისინი სამხრეთ კორეის მხრიდან გამაფრთხილებელი გასროლის ფაქტსაც უარყოფენ.

ჩინეთში მომხდარზე კომენტარი ჯერ-ჯერობით არ გაუკეთებიათ.

ეს რუსეთსა და სამხრეთ კორეას შორის პირველი მსგავსი შემთხვევაა.

შემთხვევა სამხრეთ კორეასა და იაპონიას შორის სადავო კუნძულების თავზე მოხდა.

სიახლეები

20 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება – სააგენტოს პროგნოზი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დასავლეთ საქართველოში 20 ნოემბრის დღის ბოლოდან 23 ნოემბრამდე და აღმოსავლეთ...

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე… ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო -მეხანძრე-მაშველი 3 წლის თაიაზე

დაახლოებით სამი სართულის ნანგრევი ეყარა მას თავზე... ხელი როდესაც მოგვიჭირა მივხვდით, რომ კონტაქტური იყო ...

ალექსანდრე მუხაძეს უზენაესმა სასამართლომ 14-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის საჩივარი და პატიმრის წამებისთვის მსჯავრდებულ, სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-8 დაწესებულების...

კორპუსის აფეთქებას ფონიჭალაში 6 ადამიანი ემსხვერპლა

ფონიჭალაში 19 ნოემბერს მომხდარ ტრაგედიას 6 ადამიანი ემსხვერპლა. დაღუპულები არიან: ხუთი შვილის დედა ნინო...