მთავარიUncategorizedპაატა სალია: ,,რუსთავი 2 -ის მფლობელობის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს...

პაატა სალია: ,,რუსთავი 2 -ის მფლობელობის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ლეგიტიმურობა ეჭქვეშ ვერ დადგება”

Published on

სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი2”-ის გენერალური დირექტორი, პაატა სალია სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე განმარტებებს აკეთებს.
საუბარია ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომლის თანდართულ განმარტებაში წერია, რომ ეს გადაწყვეტილება საბოლოო არაა და ის ძალაში შევა, თუ 19 ოქტომბრამდე დიდ პალატაში არ გასაჩივრდება.

სალიას განცხადებით, იუსტიციის სახლს, არანაირი საფუძველი არ ჰქონია იმისათვის, რომ არ აღესრულებინა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება. სალია ამბობს, რომ განცხადებები, თითქოს იუსტიციის სამინისტროს სამი თვის ვადაში არ შეეძლო აღესრულებინა ევროსასამართლოს გადაწყვეტილება, სპეკულაციურია.

„გაკეთდა სხვადასხვა განცხადება, რომელიც ეჭვქვეშ აყენებს თითქოს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ლეგიტიმურობას. ამასთან დაკავშირებით, მინდა გავაკეთო რამდენიმე განმარტება და ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დავუსვათ გარკვეულ სპეკულაციებს, რაც ამ საკითხთან მიმართებაში არსებობს.

“პირველ რიგში, შეგახსენებთ იმას, რომ სტრასბურგის სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის სარჩელი და სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის იმდროინდელი რეგისტრირებული მესაკუთრეების, ყარამანიშვილების და ტელეკომპანია საქართველოს სარჩელები არ დაკმაყოფილდა. ცალკე აღნიშვნის ღირსია და ეს არის მნიშვნელოვანი დღევანდელი განმარტების, რომ “რუსთავი 2”-ის სარჩელი, რომელზე დაკავშირებითაც იქნა გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, შეგახსენებთ, ყველას, რომ ეს უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებულ იქნა იმ საფრთხის თავიდან ასაცილებლად, რის თაობაზეც ძალიან ბევრი სპეკულაცია მოვისმინეთ თავის დროზე და ეს საფრთხე იყო თითქოს არხი შეიძლება დახურულიყო და არსებობდა გამოხატვის თავისუფლების, სიტყვის თავისუფლების საფრთხე. სასამართლო გადაწყვეტილებით დადასტურდა და გამოირიცხა ამგვარი საფრთხის არსებობდა. მართალია, უპრეცენდენტო ღონისძიება იქნა გამოყენებული თავის დროზე სასამართლოს მიერ, ვგულისხმობ სტრასბურგის სასამართლოს, თუმცა, მოგეხსენებათ ალბათ, რომ დროებითი ღონისძიების გამოყენებისას მტკიცების სტანდარტი უფრო ნაკლებია, ვიდრე საქმის დასაშვებობის ან არსებითი განხილვისას.

“შესაბამისად, განიხილა რა, “რუსთავი 2”-ის სარჩელის დასაშვებობა სასამართლომ, მიიჩნია, რომ ეს სარჩელი არ არის დასაშვები. სასამართლომ ასევე, გადაწყვეტილებაში, სადაც შავით თეთრზე წერია, მიუთითა, რომ უნდა გაუქმდეს ის დროებითი ღონისძიება, რომელიც იყო ერთადერთი დამაბრკოლებელი გარემოება საქართველოში მიღებული გადაწყვეტილების დასარეგისტრირებლად და ქიბარ ხალვაშის ამ კომპანიის მესაკუთრედ აღრიცხვასთან დაკავშირებით. არსებობს ასევე, მიღებული წერილი იუსტიციის სამინისტროს მიერ, რომელიც მან გაასაჯაროვა, სადაც ცალსახად არის მითითებული, რომ ეს დროებითი ღონისძიება გაუქმდა.

“შესაბამისად, ყველანაირი სპეკულაცია ამასთან დაკავშირებით არის ყოველგვარ საფუძველს მოკლებული, ჩვენი მოქმედება პირველ რიგში, ქიბარ ხალვაშის და მისი წარმომადგენლის მოქმედება, წარგვედგინა უზენაესი სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება იუსტიციის სახლში, იყო აბსოლუტურად სწორი და კანონიერი. ვერცერთი ის პირი, ვინც დღეს კომენტარები გააკეთა, ვერ მიუთითებს იმაზე, რომ რომელიმე საკანონმდებლო ნორმის დარღვევა მოხდა ამ კუთხით. ამიტომ, ძალიან ვთხოვ ყველას, თავი შეიკავონ დაუსაბუთებელი განცხადებებისგან, თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისგან, რომელმაც შეიძლება არხის ინტერესებს ზიანი მიაყენოს,“ – განაცხადა პაატა სალიამ.

სიახლეები

ის, ვინც ახლა გაჩერებისკენ მოუწოდებს, ივანიშვილის საქმეს აკეთებს-სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ ახლა, როცა გამარჯვება ასე ახლოსაა, გაჩერება დაუშვებელია. ამის შესახებ...

კობახიძე სტრასბურგზე: ომი დაიწყო სააკაშვილის რეჟიმმა

ყოველ ჯერზე, როცა საქმე ეხება ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვას, მათ შორის, რუსეთთან მიმართებით, როცა...

სტრასბურგის სასამართლომ რუსეთს საქართველოსთვის €252 მილიონის გადახდა დაავალა

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ (ECHR) რუსეთს საქართველოსთვის €252 მილიონის გადახდა დაავალა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანთა...

მმართველი პარტია წარადგენს კანონპროექტს, რომელიც ოპოზიციურ პარტიებს კრძალავს – სალომე ზურაბიშვილი

მიტინგებისა და სხვა საპროტესტო შეკრებების მონაწილეთა მიმართ კანონმდებლობის გამკაცრების შესახებ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებს საქართველოს...