მთავარისიახლეებიპოლიტიკა“ გახარიას სერიოზულად უმრავლესობაც ვეღარ აღიქვამს. გახარია უნდა წავიდეს...

“ გახარიას სერიოზულად უმრავლესობაც ვეღარ აღიქვამს. გახარია უნდა წავიდეს და გახარია აუცილებლად წავა” – გიგი უგულავა

Published on

სადამდე მივა ოპოზიციონერი ლიდერების გამოკითხვების პროცესი და სად ჩანს ფინალი?!

ამ პროცესს ფინალი არ აქვს. ეს არის გამოგონილი პროცესი, გამოგონილია მანამდე, სანამ აქტუალურია, ცხელია 20 ივნისის ტრაგედია. ეს ტრაგედია მსგავსად წინამორბედი ტრაგედიებისა, არ დაკარგავს აქტუალობას, ამიტომ ტყუილად აქვს ხელისუფლებას იმის ილუზია, რომ ეს რამენაირად გაიწოვება.

არა, პირიქით, რაც უფრო დიდხანს და რაც უფრო შორს გაწელავს გახარიას არგადაყენების ზამბარას ივანიშვილი, მით უფრო მწარედ მოხვდება ცხვირში.

ამიტომ მე არ ველოდები, რომ რაიმე არსებითი იქნება, თუ ივანიშვილმა არ მიიღო გადაწყვეტილება, უბრალოდ, ჩაატაროს პოლიტიკური რეპრესიები215 მუხლით, რაც სახელწმიფოს წინააღმდეგ შეთქმულებას გულისხმობს, სამი საქმეა აღძრული.

არც ერთი საქმე არ არის გამოძიებული. ამ ფონზე გახარიას საუბარი ინგა გრიგოლიას გადაცემის შემდეგ, სერიოზულად აღარ უნდა აღვიქვათ. ეს იყო ჯიბრში ჩამდგარი, უტიფარი, შეშინებული ადამიანის საუბარი. მე მაგას სერიოზულად ვერ აღვიქვამ, მეტსაც გეტყვით, გახარიას სერიოზულად უმრავლესობაც ვერ აღიქვამს. უმრავლესობის უმრავლესობა დღეს ხელს მოაწერდა იმას, რომ გახარია წავიდეს და უმრავლესობის გარკვეული ნაწილი თანახმაა იმაზე, რომ გახარიამ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იტვირთოს. გახარია უნდა წავიდეს და გახარია აუცილებლად წავა. ” – ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი უგულავამ ისაუბრა. 
22 ივლისი, 2019

სიახლეები

გარემოს ეროვნული სააგენტო: ამინდი უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 20 ოქტომბრის ღამიდან 22 ოქტომბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოს ტერიტორიაზე...

მასშტაბური ძალადობის შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება

შაბათ-კვირას დაფიქსირებული მასშტაბური ძალადობის შემდეგ საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში კომენდანტის საათი დაწესდება. პრემიერმინისტრ სებასტიან ლეკორნუს...

ზელენსკი ადასტურებს, რომ რუსეთიდან მოსალოდნელ ბალისტიკურ თავდასხმაზე პარტნიორებს უკრაინა არც გასულ ღამეს გაუფრთხილებიათ

ზელენსკი ადასტურებს, რომ რუსეთიდან მოსალოდნელ ბალისტიკურ თავდასხმაზე პარტნიორებს უკრაინა არც გასულ ღამეს გაუფრთხილებიათ: 💬 "ისევ...

TI-ვახო სანაია ისჯება ივანიშვილისა და „ოცნების“ რეჟიმის მხილების გამო! “

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“ სოლიდარობას უცხადებს „ტვ ფორმულას“ წამყვანსა და ჟურნალისტს, ვახო სანაიას. "ვახო სანაია...