მთავარისიახლეებისაზოგადოება"ქიბარ ხალვაში საკუთარ თავს წარმოადგენს თუ ამჟამინდელ ხელისუფლებას?" - თამარ კინწურაშვილი

“ქიბარ ხალვაში საკუთარ თავს წარმოადგენს თუ ამჟამინდელ ხელისუფლებას?” – თამარ კინწურაშვილი

Published on

ამ შემთხვევაში, საკითხავია, ქიბარ ხალვაში საკუთარ თავს წარმოადგენს თუ ამჟამინდელ ხელისუფლებას, – ასე ეხმაურება მედიის განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი თამარ კინწურაშვილი ქიბარ ხალვაშის განცხადებას , რომელშიც უკმაყოფილებას გამოთქვამს ბოლო პერიოდში არხის ეთერში გაკეთებული განცხადებების გამო და აღნიშნავს ,რომ “სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას”.

“ორი დღის წინ ახალი მფლობელი საუბრობდა იმის შესახებ, რომ არ შეიცვლებოდა “რუსთავი 2″ -ის სარედაქციო პოლიტიკა , ხოლო გუშინდელი გადაცემების შემდეგ, რომელიც არაფრით არ განსხვავდებოდა წინა გადაცემებიდან , იგივე კრიტიკული დამოკიდებულება ჩანდა ამჟამინდელი ხელოსუფლების მიმართ, მან უკვე გააკეთა განცხადება ,რომ აპირებს ჩაერიოს სარედაქციო პოლიტიკაში, რომელიც ჩვენი კანონმდებლობით არის დაცული. მენეჯერსაც არ აქვს უფლება ჩაერიოს და მიიღოს გადაწყვეტილებები იმ რედაქციის ნაცვლად, რომელიც დღეს სარედაქციო პოლიტიკას განსაზღვრავს”, – აღნიშნა თამარ კინწურაშვილმა.

კინწურაშვილი ევროპელი ან ამერიკელი მედია მენეჯერისთვის ტელევიზიის ჩაბარების საკითხსაც აფასებს, რომელზეც ქიბარ ხალვაშის განცხადებაშია ნათქვამი და აღნიშნავს,რომ ინგლისურად მოლაპარაკე ქსპერტი არაფერს ნიშნავს.

„ცხადია, სანდო რეპუტაციის მქონე უცხოელი ექსპერტი კითხვის ნიშნებს არ ბადებს, მაგრამ ინგლისურად მოლაპარაკე ექსპერტი არაფერს არ ნიშნავს, რადგან პუტინის „რაშა თუდეიშიც” ნახავთ არაერთ ინგლისურად მოლაპარაკე უცხოელ ექსპერტს, რომელიც კრემლის პოლიტიკის გამტარებელია”, – განაცხადა კინწურაშვილმა.

შეგახსენებთ,რომ „რუსთავი 2“-ის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში, „მაღალი რეპუტაციის და დიდი სატელევიზიო გამოცდილების მქონე ევროპელ ან ამერიკელ მედია-მენეჯერს ეძებს. ამის შესახებ ქიბარ ხალვაშის განცხადებაშია აღნიშნული, სადაც „რუსთავი 2“-ის მფლობელი უკმაყოფილებას გამოთქვამს ბოლო პერიოდში არხის ეთერში გაკეთებული განცხადებების გამო.

სიახლეები

აშშ ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს

ტრამპის ადმინისტრაცია ჩინეთის მოქალაქეებისთვის აშშ-ის კუნძულოვან ტერიტორიაზე უვიზო მიმოსვლის პროგრამას აჩერებს. გადაწყვეტილება მას შემდეგ...

საია: პარტიების აკრძალვა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში წონად საფუძვლებს მოითხოვს

"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" აქვეყნებს მიმოხილვას - პოლიტიკური პარტიების აკრძალვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს...

ანა წითლიძე პლენუმს: ილია გზას აირჩევთ თუ ბერბიჭაშვილების, ეს თქვენი გადასაწყვეტია

"ჩვენ გვყავდა ანწუხელიძეც და სერგო ორჯონიკიძეც, ჩვენ გვყავდა ილია და გვყავდა ბერბიჭაშვილებიც. რომელ გზას...

საქართველოდან უცხო ქვეყნის 98 მოქალაქე გააძევეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო...