მთავარისიახლეებისაზოგადოებაოქრუაშვილის მოთხოვნაზე გადაწყვეტილებას სასამართლო დღეს მიიღებს

ოქრუაშვილის მოთხოვნაზე გადაწყვეტილებას სასამართლო დღეს მიიღებს

Published on

დღეს უნდა გახდეს ცნობილი დააკმაყოფილებს თუ არა სასამართლო ირაკლი ოქრუაშვილის სარჩელს “რუსთავი ორში” ქიბარ ხალვაშისა და შპს პანორამას წილების დაყადაღებასთან დაკავშირებით. ოქრუაშვილის უფლებადამცველმა სასამართლოს წინა კვირას მიმართა. მოთხოვნის საფუძველი, მოსარჩელე მხარის მტკიცებით, ხალვაშსა და ოქრუაშვილს შორის, 2010 წელს ბერლინში გაფორმებული შეთანხმებაა, რომლის მიხედვითაც ქიბარ ხალვაში რ2-ის მხოლოდ ფორმალური მმართველია და აცხადებენ, რომ ეს ექსპერტიზის სამმა დასკვნამ დაადასატურა. თავის მხრივ, ქიბარ ხალვაშის ადვოკატი და რ2-ის ახალი გენ. დირექტორი პაატა სალია ამტკიცებს, რომ დოკუმენტები რომელსაც მოწინააღმდეგე მხარე წარმოადგენს გაყალბებულია.

“სასამართლოში შევიტანეთ გაცხადება სარჩელი უზრუნველყოფის თაობაზე და მოვითხოვეთ ქიბარ ხალვაშის და “შპს პანორამას” წილების დაყადაღება “რუსთავი 2”-ში. იმის გათვალისწინებით, რომ ირაკლი ოქრუაშვილმა უნდა შეიტანოს სარჩელი სასამართლოში “რუსთავი 2″-ის წილებზე მესაკუთრედ ცნობის მოთხოვნით, ეს გახლდათ პრევენცია, რომ არ მოხდეს ბატონი ქიბარის მიერ წილების გასხვისება მესამე პირებზე,”-აცხადებს ირაკლი ოქრუაშვილის ადვოკატი, გიორგი ზედელაშვილი.

სიახლეები

ურსულა ფონ დერ ლაიენი: ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის დეესკალაცია აუცილებელია რეგიონის სტაბილურობისთვის

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენი ახლო აღმოსავლეთში ვითარების გამწვავების ფონზე სასწრაფო დეესკალაციისკენ მოუწოდა,...

კატარი: სამაგიეროს გადავუხდით ირანს

კატარი ინარჩუნებს ირანისთვის სამაგიეროს გადახდის უფლებას, კატარელ ხალხზე მისი ღია თავდასხმის შემდეგ,- ამის შესახებ...

მოსკოვი თეირანთან მუდმივ კონტაქტზეა-პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ მოსკოვი ირანის ხელმძღვანელობასთან მუდმივ კავშირზე იმყოფება. მისი...

მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი – ნინო წილოსანი სამძიმრის წერილზე

ყველა ქვეყნის კანონმდებლობაში მკვლელის მკვლელობა არ არის მისალმების საგანი - ასე შეაფასა "ქართული ოცნების"...