მთავარიUncategorizedგიგა ბოკერია: ,,ბიძინა ივანიშვილის გუნდში რომ ოდნავ უფრო გონიერები ყოფილიყვნენ, ასე...

გიგა ბოკერია: ,,ბიძინა ივანიშვილის გუნდში რომ ოდნავ უფრო გონიერები ყოფილიყვნენ, ასე ნაჯახისებურად არ იმოქმედებდნენ”

Published on

ევროპული საქართველოს დეპუტატი გიგა ბოკერია გამოეხმაურა რუსთავი 2-ის ახალი მფლობელის, ქიბარ ხალვაშის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, რომ “სარედაქციო დამოუკიდებლობა არ ნიშნავს ვინმეს ახირებების და კაპრიზების შესრულებას”. 

ბოკერია ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის გუნდი, როგორც ყოველთვის, ახლაც დაუფიქრებლად და ხისტად იქცევა, რაც უპირველეს ყოვლისა, ქვეყნის დემოკრატიას აზიანებს, შემდეგ კი თავად ივანიშვილს. 

“სამწუხაროდ, არ იყო მოულოდნელი ეს უტიფარი ნაბიჯი ხელისუფლების მხრიდან, ივანიშვილის მარიონეტის მხრიდან. სამწუხაროა, რომ გონიერება არ ეყოთ და აქაც მოქმედებნ ხისტად. ეს დააზიანებს ქვეყანაში დემოკრატიას, დააზიანებს ატმოსფეროს, მაგრამ ვერ გადაარჩენს ივანიშვილის რეჟიმს ეს დიდი მავნებლური გულუბრყვილობა.

ყველას გვესმის, რომ ეს ყველაფერი სარედაქციო პოლიტიკის გამო გაკეთდა და ამიტომ არ არის მოულოდნელი ეს ნაბიჯი, თუმცა ოდნავ უფრო გონიერები რომ ყოფილიყვნენ, ასე ნაჯახისებურად არ იმოქმედებდნენ.

მაგრამ ეს არის ივანიშვილის ფასი, რაც გვაქვს, ეს არის ქიბარ ხალვაში და ამ ყველაფრის ფასი უნდა გადავახდევინოთ მომდევნო, მშვიდობიან არჩევნებზე ამ გუნდის მთლიანად ჩამოშორებით ხელისუფლებიდან და იქამდე გახარიას გადადგომით,”- თქვა გიგა ბოკერიამ. 

სიახლეები

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი საგარეოდან, ხოლო მისი ცოლი პარლამენტიდან გაათავისუფლეს

ნატო-ში ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი, თორნიკე ფარულავა საგარეო საქმეთა სამინისტროდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ფარულავა თავად...

უკრაინამ რუსეთის კურსკის ოლქს შეუტია: დაღუპულია სამი ადამიანი

უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ რუსეთის კურსკის ოლქში, რამდენიმე ქალაქის სანაპიროზე განხორციელებული დარტყმის შედეგად 3...

ოჯახის მოთხოვნით, თორნიკე რიჟვაძე თურქეთში გადაიყვანეს

თორნიკე რიჟვაძე სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს. ინფორმაცია ფორმულას, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკურმა დირექტორმა, ლალი ტურძელაძემ...

როგორ მოქმედებს? — ტკივილის შემსუბუქებიდან გულის შეტევის პრევენციამდე

ასპირინი ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით აცეტილსალიცილის მჟავას შეიცავს. პრეპარატს მრავალმხრივი...