მთავარისიახლეებისაზოგადოებავაშლიჯვარში, ერთ-ერთ შენობაში,- დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახები შეიჭრნენ

ვაშლიჯვარში, ერთ-ერთ შენობაში,- დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახები შეიჭრნენ

Published on

ვაშლიჯვარში, 158-ე სკოლის მიმდებარე შენობაში, 25-მდე დევნილი და სოციალურად დაუცველი ოჯახი შეიჭრა

საუბარია იმ პირებზე, რომლებიც რამდენიმე თვის წინ საცხოვრებელ კომპლექს “დირსიში” შეიჭრნენ და ბინები დაიკავეს.

მათ ტერიტორიის დატოვება მაშინდელმა ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ სთხოვა და პრობლემის გადაჭრის გზებზე მოლაპარაკება შესთავაზა.

დევნილები ამბობენ, რომ მას შემდეგ, რაც სერგეენკო ეკატერინე ტიკარაძემ შეცვალა, მათთან მოლაპარაკებაც აღარ გამართულა.

დღეს ამ ოჯახებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან  მინისტრ ტიკარაძესთან შეხვედრის მოთხოვნით აქცია გამართეს, შემდეგ კი შემდეგ კი შენობაში გადაინაცვლეს.
მათი თქმით, ისინი აღნიშნულ შენობას მანამდე არ დატოვებენ, სანამ შესაბამისი ფართებით არ დაკმაყოფილდებიან.

“სად წავიყვანო? მეხალისება აქ რომ მყავს 2 თვის ბავშვი? ჩემს შვილთან ერთად საცხოვრებელი ფართი მომეცით. აქედან არცერთი ოჯახი არ გავალთ, ვიქნებით აქ. დაგვეცემა თავში რამე, თუ რაც იქნება, ყველა ერთად მოვკვდებით” – აღნიშნა ერთ-ერთმა შენობაში შეჭრილთგან.

ადგილზე იმყოფებოდა ჯანდაცვის სამინიტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მისი ტქმით, ერთ-ერთი შეჭილი ოჯახი სახელმწიფოს მხრიდან ფართით უკვე დაკმაყოფილებულია ხოლო, დანარჩენებს შესამისი სამსახურები დაეხმარებიან და გაესაურებიან.

სიახლეები

Georgian Airways-მა რუსეთში ფრენებზე $8 მილიონი იზარალა

Georgian Airways-ის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა თამაზ გაიაშვილმა РБК-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ 2026 წელს რუსეთში...

“ოლე ოლას” სიმღერისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს

"ოლე ოლას" სიმღერის ვიდეოს გამოქვეყნებისთვის მომღერალი სოფო ბათილაშვილი 3 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე კობა...

კობახიძე-როგორც რუსეთ-საქართველოს, ისე რუსეთ-უკრაინის ორივე ომის თავიდან აცილება შეიძლებოდა

ჩვენ გამოვიარეთ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომი, რომლის თავიდან აცილებაც სრულიად შესაძლებელი იყო, თუმცა არსებობდნენ...

მედია-სანქტ-პეტერბურგში ავტომობილის აფეთქებას რუსი პოლკოვნიკი ემსხვერპლა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, 12 ნოემბერს სანქტ-პეტერბურგის პუშკინის რაიონში ავტომობილის აფეთქებას სამხედრო მოსამსახურე ემსხვერპლა....