მთავარისიახლეებიპოლიტიკარომ გაიგო, რა თქვა დვალმა?

რომ გაიგო, რა თქვა დვალმა?

Published on

რუსთავი 2-ის დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ქიბარ ხალვაშს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება მიულოცეს:

“ევროპულმა მიუკერძოებელმა სასამართლომ კიდევ ერთხელ და კატეგორიულად დაადასტურა, რომ რუსთავი 2-ის დღევანდელ მფლობელებს არაკანონერად და ბანდიტურად აქვთ მითვისებული ჩვენს მიერ დაფუძნებული, ერთ დროს დამოუკიდებული და თავისუფალი ტელევიზია… სამართლიანობა აღდგება მხოლოდ მაშინ, როდესაც უკანონოდ წართმეული და პარტიულ სამსახურში ჩაყენებული რუსთავი 2 დაუბრუნდება მის დამფუძნებლებს”, — აღნიშნულია აქიმიძისა და დვალის საერთო განცხადებაში.

ეს განცხადება გუშინ გაკეთდა, სანამ ნიკა გვარამიას ადგილზე პაატა სალიას დანიშნავდნენ. მაგრამ თუ ამ განცხადებას დავეყრდნობით, სადაც ავტორები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ კომპანიის დამფუძნელები სწორედ ისინი არიან, სავარაუდოდ დღის ბოლოს შეცვლილი სიტუაციით მაინცდამაინც კამყოფილნი არ უნდა იყვნენ.

საქმე ისაა, რომ რუსთავი2-ის საქმეზე დავის დაწყებისთანავე არსებობდა პირობა, რომ კომპანიის მიკუთვნების შემთხვევაში ქიბარ ხალვაში გენერალური დირექტორის თანამდებობაზე დავით დვალს დანიშნავდა, ეს პირობა არ შესრულდა.

ამ პოსტზე ხალვაშის ადვოკატი პაატა სალია დაინიშნა. სალია ვერ ასახელებს მიზეზს, რის გამოც ახალმა მეპატრონემ დირექტორად სწორედ ის შეარჩია, დვალთან დაკავშირებით კი აცხადებს, რომ მოვლენები იმდენად სწრაფად განვითარდა დავით დვალთან და ჯარჯი აქიმიძესთან კომუნიკაცია ვერ მოესწრო:

“რაც შეეხება დვალს და აქიმიძეს გუშინ ავხსენი, რომ მათთან კომუნიკაცია არ გვქონია ეს პერიოდი, რადგან სტრასბურგის სასამართლოში იყო ეს პერიოდი დავა. როგორც ვიცი, ქიბარ ხალვაშსაც არ ქონია კომუნიკაცია ამ ბოლო პერიოდში.ეგ ნომერ პირველ ამოცანად მე ვთხოვე, თვითონაც აცნობიერებს და იცის, რომ ერთ-ერთი პირველი ამოცანაა შეხვდეს ამ ადამიანებს , ისაუბრონ და გაერკვნენ რას ვაპირებთ. დრო გამოაჩენს ყველაფერს.

კომპანიის მფლობელმა დამნიშნა დირექტორად. მაქვს პასუხისმგებლობა, ვალდებულებები, უფლებებთან ერთად. მე ამ პასუხისმგებლობას თავი უნდა გავართვა, ჩემი ვალდებულებები შევასრულო ისე,რომ აქ დასაქმებული ადამიანებიც კმაყოფილი იყვნენ და კომპანიის მესაკუთრეც კმაყოფილი იყოს“- განაცხადა პაატა სალიამ “რუსთავი2”-თან.

სიახლეები

სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო

საქართველოს სახალხო დამცველმა ირაკლი ღარიბაშვილის საჯარო განცხადებაში მითითებული საკითხების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს. მათივე...

აბუ-დაბიში უკრაინას, აშშ-სა და რუსეთს შორის სამმხრივი მოლაპარაკებები იწყება

უკრაინის დელეგაცია უკვე არაბთა გაერთიანებულ საამიროებში იმყოფება, სადაც 10–11 ნოემბერს ომის დასრულების გზებსა და...

5 პოლიტიკური პარტიის აკრძალვის სარჩელის განხილვა საკონსტიტუციოში დღეს განახლდება

ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის თაობაზე „ქართული ოცნების“ დეპუტატების სარჩელის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში დღეიდან 12:00...

მანანა ანდღულაძე მიხაილო პოდოლიაკის ძმის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება

მოძრაობა "სამოქალაქო საზოგადოების" ერთერთი დამფუძნებელი და ლიდერი მანანა ანდღულაძე ეხმიანება ცალკეული უკრაინული და ასევე,...