მთავარისიახლეებიპოლიტიკაპოლ სტრონსკი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია მოიფიქრებს, როგორ მიიტანოს თავისი გზავნილები საზოგადოებამდე მთავარი...

პოლ სტრონსკი იმედოვნებს, რომ ოპოზიცია მოიფიქრებს, როგორ მიიტანოს თავისი გზავნილები საზოგადოებამდე მთავარი ოპოზიციური ტელევიზიის გამოთიშვის შემდეგ

Published on

კარნეგის მშვიდობის ფონდის უფროსი მკვლევარი პოლ სტრონსკი რუსთავი 2-ის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილებას აფასებს.

სტრონსკის თქმით, მისთვის ევროსასამართლოს დასკვნა გასაგებია, თუმცა ეს გადაწყვეტილება აშფოთებს, რადგან წინასაარჩევნო პროცესში მთავარი ოპოზიციური ტელევიზიის გამოთიშვას გულისხმობს.

“ეს გვაჩვენებს, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მემკვიდრეობა საკმაოდ კომპლექსურია. ის პრობლემები, რომლებიც მათ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჰქონდათ, ახლა დაეწიათ. თუმცა მაშინ, როცა გადაწყვეტილება გასაგებია, მე მომავალზე ვდარდობ. – განაცხადა მან ,,ამერიკის ხმაი” – ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არსებობდეს კარგი და ჯანსაღი ოპოზიციურად განწყობილი მედია გამოცემა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც არჩევნები მოდის. ვნახავთ, როგორ განვითარდება მოვლენები, თუმცა ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ხელს შეუწყობს საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზებას, რაც ქვეყანას არ ეხმარება. ეს სამომავლოდ კარგ გავლენას არ მოახდენს ქართულ დემოკრატიასა და დასავლურ პოლიტიკურ და კულტურულ სტრუქტურებში მის ინტეგრაციაზე,”- ამბობს სტრონსკი. 

მკვლევარის თქმით, ივნისის თვემ საქართველოში არსებული ბევრი პრობლემა გამოკვეთა. მისი თქმით, ქუჩის დემოკრატიას უფრო მეტი ყურადღება ექცევა, ვიდრე ინსტიტუციურ დემოკრატიას. 

“მედიის თავისუფლება უკვე აღარ არის იმავე ხარისხის, როგორც ადრე. ქართველ ხალხს, რა თქმა უნდა, შეუძლია სხვა გზებიც მონახოს, მაგრამ პრობლემა ისაა, რომ მედიაში ორ ყველაზე დიდი მოთამაშეზე ვსაუბრობთ და ახლა ორივეზე დომინაცია პოლიტიკური სპექტრის ერთ მხარეს აქვს. ეს საკმაოდ პრობლემურია. ვფიქრობ, საქართველოს ნამდვილად სჭირდება მეტი დამოუკიდებელი მედია გარემო,”- თქვა სტრონსკიმ. 

პოლ სტრონსკისვე თქმით, იმედოვნებს, რომ ოპოზიცია მოიფიქრებს, როგორ მიიტანოს თავისი გზავნილები საზოგადოებამდე და ასევე იმედოვნებს, რომ სხვა მედია გამოცემები, რომლებიც ახლა დამოუკიდებლები არიან, შეძლებენ ამოავსონ ის სიცარიელეები, რომლებიც რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის შემთხვევაში დარჩება. 

სიახლეები

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი – დანიგანი

საქართველოში ჩემი გულის ნაწილს ვტოვებ და სამუდამოდ ვიქნები ქართველი ხალხის ნამდვილი მეგობარი - ამის...

დაკავებული ირაკლი ბათიაშვილი მოჰყავდათ და მამამისის პანაშვიდზე იდგა მთელი დღე – ნუცა ბათიაშვილი

„თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში იხსენებს, რომ როცა...

“როგორ გძინავთ ღამე ამდენი ხალხის ცოდვით!” – თბილისში დაღუპულის დისშვილი კახა კალაძესა და მერიას მიმართავს

"დეიდაჩემი ტონიანი სინკარების ქვეშ მოყვა და ადგილზე გარდაიცვალა, ყინვასა თუ სიცხეში იდგა დღეში 20...

ოკეანეში შვეულმფრენის ჩავარდნის შემდეგ, აშშ-ში ქართველ მეცნიერს ეძებენ

ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწე ქართველი მეცნიერი, ბიოლოგი ცოტნე ჯავახიშვილი შვეულმფრენით ოკეანეში ჩავარდა. როგორც სოციალურ...