მთავარისიახლეებიპოლიტიკაკონტრაქტები თანამშრომლებთან აბსოლუტური გარანტია ვერ იქნება, მაგრამ ცარიელ სიტყვას, რომელიც გუშინ...

კონტრაქტები თანამშრომლებთან აბსოლუტური გარანტია ვერ იქნება, მაგრამ ცარიელ სიტყვას, რომელიც გუშინ გაჟღერდა, სჯობს, ეს პირობა სამართლებრივად იყოს განმტკიცებული – რუსთავი 2 – ის ადვოკატი დიტო საძაგლიშვილი

Published on

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ადვოკატის, დიტო საძაგლიშვილის განცხადებით, ტელევიზიის თანამშრომლებთან კონტრაქტების გაფორმება ვერ იქნება გარანტია,რომ ჟურნალისტებმა თავიანთი საქმიანობა დამოუკიდებლად განახორციელონ. თუმცა, როგორც საძაგლიშვილმა განაცხადა, რა თქმა უნდა, ცარიელ სიტყვას, რომელიც გუშინ გაჟღერდა, სჯობს, ეს პირობა სამართლებრივად იყოს განმტკიცებული.

“ეს არ იქნება აბსოლუტური გარანტია იმიტომ, რომ შემდეგ მაინც შეიძლება ისეთი გადაწყვეტიელებების მიღება მენეჯმენტის მიერ, რაც ფაქტობრივად არ მისცემთ ჟურნალისტებს საშუალებას, განახორციელონ საკუთარი საქმიანობა დამოუკიდებლად. თუმცა, რა თქმა უნდა, ცარიელ სიტყვას, რომელიც გუშინ გაჟღერდა, სჯობს სამართლებრივად იყოს ეს პირობა განმტკიცებული. ამ კონტრაქტების შედგენას არ სჭირდება დიდი შრომა, შესაძლებელია, მარტივად, უბრალოდ აუცილებელია ორივე მხარის ნება.

ჟურნალისტების ნება დაფიქსირდა და ბუნებრივია, რომ მათი ნებაა იყვნენ დამოუკიდებლები და მათ საქმიანობაში არავინ არ ერეოდეს. რაც შეეხება მეორე მხარის ნებას, ახალი დირექტორის და ქიბარ ხალვაშის ნებას, თუ თანახმა იქნებიან ამ პირობაზე და მართლა აპირებენ საკუთარი სიტყვის შესრულებას, რაშიც პირადად მე ეჭვი მეპარება, მაშინ ბუნებრივია, მათთვისაც მისაღები უნდა იყოს ეს შეთავაზება”,- განაცხადა საძაგლიშვილმა.

სიახლეები

ჩვენი არჩევანი ბოიკოტია,წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერია

    ჩვენი არჩევანი ბოიკოტია, ჩვენი პოზიცია შეუცვლელია. ამ რთულ და გადამწყვეტ ისტორიულ ეტაპზე, როდესაც ქართული...

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს

საბა ბუაძე ლელოს პოლიტსაბჭოს და თბილისის ორგანიზაციის თავმჯდომარის პოსტს ტოვებს - გადაწყვეტილება კოალიციის ადგილობრივ...

4%-იანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! ხოშტარია

ძალიან კარგია სიცხადე! 4-პროცენტიანი ლელო რას იზამს ნამდვილად არ განსაზღვრავს საქართველოს ბედს! სუსტები არიან თუ მოღალატეები...

კოალიცია “ძლიერი საქართველო” თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

"ლელო-ძლიერი საქართველო" თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას - ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისში გამართულ საგანგებო...