მთავარისიახლეებიპოლიტიკა,,თუკი არჩევნები 2020 წელს არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, ეს ქართველი ხალხის...

,,თუკი არჩევნები 2020 წელს არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, ეს ქართველი ხალხის ნების უპატივცემულობაა” – ვაშინგტონი საქართველოში მიმდინარე პროცესებს აკვირდება

Published on

დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარება საქართველოში და ნატო-ში ინტეგრაცია – ვაშინგტონი საქართველოში მიმდინარე პროცესებს აკვირდება. როგორია პოლიტიკური ველი 2020 წლის გადამწყვეტი არჩევნების წინ – ეს თემა ატლანტიკური საბჭოსა და ევროპული ორგანიზაცია “გლობსექის” კონფერენციაზე დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო.

“მოდით, ავიღოთ კონკრეტულად საქართველოს საქმე. გვაქვს ქვეყანა, რომელშიც იყო ძალაუფლების დემოკრატიული გადაცემა, საკმარისად წარმატებული არჩევნები. გვერდით გადავდოთ ბოლო საპრეზიდენტო არჩევნები, რომელსაც ნაკლოვანებები ჰქონდა. ისინი ახლახანს პროპორციულ სისტემაზე გადავიდნენ და ახლა შესაძლებლობა საპარლამენტო არჩევნებზე აქვთ. თუ საქართველო ამის სწორად აღქმას გააგრძელებს და მათ ეს უნდა გააკეთონ, დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამ უპირატესობას გამოიყენებენ, მაშინ ჩვენ მალე საქართველოს ნატო-სთან ურთიერთობების დაწინაურებაში, ერთადერთი დაბრკოლება, რუსეთის მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია გვექნება. თუ ეს ერთადერთი მიზეზი იქნება, საკმაოდ ცუდი მიზეზია, რადგანაც ჩვენ არ უნდა ვიყოთ კომფორტულები იმ ვითარებით, რომ ხალხი ტალინში, ბრატისლავასა და ბერლინში უსაფრთხოდ იქნება და თბილისში და კიევში არა. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ამის გაკეთება არ შეგვიძლია, რადგან დღეს რთულია. ჩვენ ისევ ის ღირებულებები უნდა გვქონდეს და ამ ღირებულებების გარშემო ევროპის გაერთიანებას ვეცადოთ,”-განაცხადა მაკკეინის ინსტიტუტის აღმასრულებელმა დირექტორმა კურტ ვოკერმა.

მარშალის ფონდის ანალიტიკოსი ჯონათან ქათზი ამბობს, რომ აუცილებელია სასამართლოს რეფორმის გაგრძელება. საარჩევნო ცვლილებებისკენ სვლა 2020 წლისთვის, თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნებისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

“ეს კრიტიკულია 2020 წლისთვის. ყველა თვალი საქართველოსკენ იქნება მომართული, რათა დარწმუნდნენ, რომ მომავალი არჩევნებს რაც შეიძლება უმაღლესი სტანდარტი ჰქონდეს. ეს ქართველი ხალხის სურვილის შესრულებაა. თუკი არჩევნები 2020 წელს არ იქნება თავისუფალი და სამართლიანი, ეს ქართველი ხალხის ნების უპატივცემულობაა. როდესაც საერთაშორისო პარტნიორები ნატო-ს წევრობის ან ევროკავშირთან მიერთების მხარდაჭერის საკითხში ამ პროცესის წინ წაწევას ცდილობენ, ისინი დააკვირდებიან, თუ რამდენად კმაყოფილია ხალხი,”-ამბობს ქათზი.

რეფორმების გაგრძელებას ურჩევენ საქართველოს ევროპელი მოკავშირეებიც. პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს თქვა, რომ თბილისმა რეფორმები და დასავლურ ინსტიტუტებთან ურთიერთობა უნდა შეინარჩუნოს.

ფილიპ რიკერმა, რომელიც ევროპის და ევრაზიის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობას ასრულებს, რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე საუბრობს. რაც შეეხება ნატო-სთან დაახლოებას, რიკერი აცხადებს, რომ საუბარი გრძელდება, თუ როგორ დაეხმარონ საქართველოს მომავალში.

სიახლეები

განათლების მინისტრი გადადგა

“ოცნების“ განათლების მინისტრი გადადგა. ამის შესახებ ალექსანდრე წულაძემ სოციალურ ქსელში დაწერა. მისი თქმით, გადაწყვეტილება პირადი...

საგარეო უწყებაში მიმდინარეობს რეორგანიზაცია ევროპული კურსის მხარდამჭერების წინააღმდეგ

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაწყებული რეორგანიზაცია მიზნად ისახავს 2024 წლის 28 ნოემბრის ერთობლივი განცხადების...

NGO-ები ანტიკორუფციულ ბიუროს: დამატებით დოკუმენტებს არ გავუგზავნით

სააპელაციო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაციების საჩივარი არ დააკმაყოფილა. არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილისგან ივანიშვილის რეჟიმის ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციის...

გახარია წულუკიანის კომისიაზე ონლაინ ჩართვით დაიკითხება

წულუკიანის კომისიის გადაწყვეტილებით, გიორგი გახარია კომისიის სხდომაზე 2 ივლისს ონლაინ ჩაერთვება და დაიკითხება. "გახარია მეორე...